საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური თემების შესახებ / ეკოლოგიური მდგომარეობა და პარლამენტი
გამოქვეყნებულია: 2017-07-13, 22:20

როგორ აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და სხვა მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პრცესებს ფრაქცია ქართული ოცნება-მწვანეების ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე და როგორია მწვანეების პოზიცია ბოლო პერიოდში მედიაში გახშირებულ ცნობებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სურათზეა საუბარი; რა გაკეთდა რეალურად ბოლო 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის?

სტუმარი: გიორგი გაჩეჩილაძე - ფრაქცია ქართული ოცნება -მწვანეების თავმჯდომარე

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

291

უახლესი