საზოგადოებრივი
104.5 FM
სამშვიდობო შეთანხმება სირიაში; ISIS-ის დასასრული?; ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-11, 22:15

დასრულდება თუ არა ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ ისტორია მისი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციით და როგორი შეიძლება იყოს სირიის, ერაყისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის მომავალი “ისლამური სახელმწიფოს” შემდეგ; რამდენად სტაბილური აღმოჩნდება სამშვიდობო შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით და ნიშნავს თუ არა ეს შეთანხმება სირიის ფორმალური დაშლის დასაწყისს; რა შეცვალა ახლო აღმოსავლეთში დიდი ოცეულის სამიტმა, რა პოზიციას დაიკავებენ სირიასთან მიმართებაში რეგიონის ძლიერი მოთამაშეები და რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ახალ რეალობას საქართველოზე?

სტუმრები: შოთა თხელიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი; სოსო ზაალიშვილი – ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1450

უახლესი