საზოგადოებრივი
104.5 FM
საკონსტიტუციო რეფორმა: არასაპარლამენტო სპექტრის პოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე
გამოქვეყნებულია: 2017-07-11, 20:38

რამდენად კონსტრუქციულია პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა საკონსტიტუციო რეფორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია და აპირებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი წინადადებების შეთავაზებას მმართველი გუნდისთვის; რატომ არ ხერხდება შეხვედრა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის როცა ამ მოლაპარაკებებისთვის მზაობას ყველა მხარე ადასტურებს, შესაძლებელია თუ არა კონსტიტუციის პროექტში მესამე მოსმენამდე აისახოს ოპოზიციური სპექტრის წინადადებები და შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების დაბლოკება დაშვებული იქნება?

სტუმარი: ნიკა მაჭუტაძე–პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ თავმჯდომარე.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

1078

უახლესი