საზოგადოებრივი
104.5 FM
უკანონო ბორდერიზაცია / დიდი ოცეულის სამიტი / რეგიონული მიმოხილვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-10, 22:07

რატომ გამწვავდა ბოლო პერიოდში სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც ოსური მხარე და კრემლი სახელმწიფო საზღვრად მიიჩნევს და რა ბერკეტები აქვს თბილისს უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად; შესაძლებელია თუ არა საქართველოს ხელისუფლების უფრო აქტიურმა პოლიტიკამ ან ქართული საზოგადოების პროტესტმა გავლენა იქონიოს ოკუპაციის პროცესზე და სად არის ან საერთოდ არსებობს თუ არა დღეს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან; რამდენად სჭირდება საქართველოს დღეს დასავლეთის პრინციპული მხარდაჭერა და რამდენად მკაცრია ამჟამად დასავლეთი რუსეთის მიმართ საქართველოს საკითხში; რა გვაჩვენა დიდი ოცეულის სამიტმა – რატომ არ იდგა დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა პუტინისა და ტრამპის პირველ შეხვედრაზე და აქვს თუ არა აზრი მოსკოვთან დამოუკიდებლად საუბარს?

სტუმრები: ირაკლი ბათიაშვილი - უშიშროების ყოფილი მინისტრი; ლევან გერაძე - კონფლიქტოლოგი; ალექსანდრე რუსეცკი - კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

614

უახლესი