საზოგადოებრივი
104.5 FM
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტი
გამოქვეყნებულია: 2017-06-26, 22:15

რას ნიშნავს ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკა და რას გულისხმობს კონკრეტულად საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და რომლის შემუშავებაშიც 41 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული; მოხდება თუ არა ამ კანონპროექტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და არის თუ არა აღნიშნული კანონპროექტი იმ ორგანიაციების საბოლოო მიზანი, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად აყენებდნენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიაციის მოთხოვნას

სტუმრები: კახა კვაშილავა - ზიანის შემცირების საქ. ქსელის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი გურგულია - მსახიობი; ნინო დარსაველიძე - ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის აქტივისტი.

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

889

უახლესი