საზოგადოებრივი
104.5 FM
ვენეციის კომისიის დასკვნა / „შენების მოძრაობის“ პოლიტიკური გეგმები
გამოქვეყნებულია: 2017-06-19, 22:16

როგორ აფასებს კონსტიტუციონალისტი, რამდენიმე საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ვენეციის კომისიის დასკვნას, საკონსტიტუციო რეფორმის აქტუალურ საკითხებსდა კონსტიტუციური მონარქიის იდეას, რომელიც პატრიარქის გუშინდელი ქადაგების შემდეგ კიდევ ერთხელ გააქტიურდა; რას ფიქრობს ახლად შექმნილი „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე მოძრაობის ფუნქციისა და შანსების შესახებ და რამდენად ამბიციური განაცხადით ბრუნდება რეალურად დავით უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში.

სტუმარი: ვახტანგ ხმალაძე „შენების მოძრაობის“ წევრი

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

122

უახლესი