საზოგადოებრივი
104.5 FM
კონსტიტუციური მონარქიის იდეა / საკონსტიტუციო რეფორმის შეფასება
გამოქვეყნებულია: 2017-06-19, 22:10

რას ფიქრობენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით და რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციური მონარქიის იდეას საქართველოში; რატომ დაინტერესდა მმართველი პარტია პატრიარქის მოწოდებით და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ინტერესი; რამდენად ბუნებრივი ან პირიქით – არაბუნებრივი შეიძლება იყოს მეფე XXI საუკუნის საქართველოში და როგორია ალიანსის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.

სტუმარი: დავით თარხან-მოურავი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

127

უახლესი