საზოგადოებრივი
104.5 FM
ევროპარლამენტის რეზოლუცია მუხტარლის საქმეზე
გამოქვეყნებულია: 2017-06-15, 22:12

რას ნიშნავს ევროპარლამენტის რეზოლუცია აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოსთვის და რას მოუწოდებს სტრასბურგი ბაქოს; გაიზიარებს თუ არა დასავლეთის მითითებებს აზერბაიჯანი და რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო აზერბაიჯანსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში. რატომ აქვთ პრობლემები აზერბაიჯანის მოქალაქეებს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და შეუძლია თუ არა თბილისს შეიფაროს მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების ხელისუფლებებთან დაპირისპირებული ადამიანები?

სტუმრები: მამუკა არეშიძე ექსპერტი კავკასიის საკითხებში; გელა ნიკოლაიშვილიუფლებადამცველი; ხათუნა ლაგაზიძეპოლიტოლოგი

წამყვანი: ზვიად ავალიანი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

602

უახლესი