საზოგადოებრივი
104.5 FM
მიწის გაყიდვის რეგულაცია და პოლიტიკური პარტიები
გამოქვეყნებულია: 2017-06-14, 22:00

რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას მმართველი გუნდის გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც კოსტიტუციაში საბოლოოდ მაინც გაჩნდება ჩანაწერი რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენას შეუზღუდავს; რა შედეგებს ელოდება ამ ჩანაწერისგან საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ამგვარ აკრძალვას წლების მანძილზე ითხოვდა და რა საფრთხეებს ხედავენ ისინი, ვინც ამ ჩანაწერს არაეფექტიან და პოპულისტურ გადაწყვეტილებად თვლიან. გაიაფდება თუ არა აკრძალვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში; გაუჩნდებათ თუ არა მეტი მოტივაცია ქართველ ფერმერებს; იქნება თუ არა უფრო მეტად დაცული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და რას ეტყვიან კანონმდებლები ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან?

სტუმრები: კახა კუკავა–პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე; დიმიტრი ლორთქიფანიძე –„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი; ოთარ სირაძე –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

342

უახლესი