საზოგადოებრივი
104.5 FM
ჰერბერტ ზალბერის სიტყვა ცხინვალში
გამოქვეყნებულია: 2017-05-18, 20:10

როგორ უნდა შევაფასოთ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერის მიერ ორი დღის წინ ცხინვალში წარმოთქმული სიტყვა და როგორი უნდა იყოს ასეთ განცხადებებზე ოფიციალური თბილისის რეაქცია: უნდა გამოცხადდეს თუ არა ზალბერი პერსონა ნონ-გრატად საქართველოში, უნდა გაიწვიოს თუ არა დიპლომატი ბრიუსელმა და შესაძლებელია თუ არა დიპლომატის სიტყვები მექანიკურ წამოცდომად ჩავთვალოთ იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ისევე, როგორც ბრიუსელი მთლიანად ადასტურებს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერასა და გაგრძელებას?

სტუმრები: ვახტანგ მაისაია - პოლიტოლოგი; პეტრე მამრაძე - „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ თავმჯდომარე; ბადრი ნაჭყებია - პოლიტოლოგი

წამყვანი: ზვიად ავალიანი

 

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

201

უახლესი