საზოგადოებრივი
104.5 FM
გვჭირდება თუ არა ლიბერთი აქტი?
გამოქვეყნებულია: 2017-05-17, 22:02

გვიჭირდება თუ არა 94-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში და რატომ გამოიწვია ამ მუხლის ამოღების მოთხოვნამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა კონსტიტუციის განხილვის პროცესში; უნდა იყოს თუ არა საგადასახადო პოლიტიკა კონსტიტუციით შეზღუდული და უნდა არსებობდეს თუ არა კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლებას რეფერენდუმის გარეშე გადასახადების გაზრდას და ახალი გადასახადების შემოღებას უკრძალავს; რა არგუმენტები აქვთ მათ, ვინც კატეგორიულად მოითხოვს 94-ე მუხლის ამოღებას და რას მისცემს ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს?

სტუმრები: ალექსანდრა აროშვილი – მოძრაობა „არა ლიბერთი აქტს“ წარმომადგენელი; თორნიკე ჩივაძე – მოძრაობა „არა ლიბერთი აქტს“ წარმომადგენელი; მერაბ ჯალიაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

694

უახლესი