საზოგადოებრივი
104.5 FM
NDI-ს კვლევა / 2017 წლის აპრილი
გამოქვეყნებულია: 2017-05-16, 21:54

რა ტიპის პოლიტიკაზეა მოთხოვნა ქართულ საზოგადოებაში და რამდენად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას ქართული პოლიტიკური სპექტრი; რა დასკვნები შეიძლება გააკეთონ პოლიტიკოსებმა NDI-ს მორიგი კვლევიდან გამომდინარე, რას გვეუბნება კვლევა ქართული საზოგადოების რეალური განწყობების შესახებ და როგორ შეიძლება აისახოს ეს განწყობები ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალ არჩევნებზე?

სტუმრები: ხათუნა ლაგაზიძე–პოლიტიკური ანალიტიკოსი; ნანა დევდარიანი–„გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი“; ბაქარ ბერეკაშვილი–საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

195

უახლესი