საზოგადოებრივი
104.5 FM
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს;გაძვირდება, თუ არა გაზი მოსახლეობისთვის და ბიზნესსექტორისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-03-18, 20:59

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს - მმართველი გუნდის ინიციატივებს არ იზიარებს უმცირესობა და არასამთავრობო სექტორი; რას მოიცავს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა; როგორ უნდა გადანაწილდეს მანდატები; ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი; რა შენიშვნები აქვს მესამე სექტორს და რამდენად ასახავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა სპექტრის დაკვეთას

გაძვირდება, თუ არა გაზი მოსახლეობისთვის და ბიზნესსექტორისთვის. რის საფუძველზე იბარებენ ენერგეტიკის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში და 2017 წლიდან, კონკრეტულად რა მეთოდოლოგიით დაითვლის სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფს.

დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
267

უახლესი