საზოგადოებრივი
104.5 FM
მაუწყებლის ბორდის მიერ წარმოდგენილი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები
გამოქვეყნებულია: 2017-02-16, 22:20

რამდენად დაეყრდნობა მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი და მისი გუნდი სამეურვეო საბჭოს მიერ გასაჯაროვებულ დოკუმენტს, სადაც მაუწყებლის საქმინობის შეფასების კრიტერიუმებია წარმოდგენილი. როგორ აფასებენ მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრები საბჭოს გეგმას და რას ნიშნავს მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა არ არის დასრულებული?

სტუმრები: სულხან სალაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; თამარ ბოლქვაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერი; ნინო ჩუტკერაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი.

წამყვანი: თამარ ფიროსმანიშვილი

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

300

უახლესი