საზოგადოებრივი
104.5 FM
ცვლილებები ავტოიმპორტში; ხეების ჭრა თბილისში; პროტესტი მშენებლობების წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-01-11, 22:00

გააჯანსაღებს თუ არა 1 იანვარს ამოქმედებული ცვლილებები ავტომობილების განბაჟების წესში თბილისის და მთლიანად საქართველოს ავტოპარკს და რა შეიცვლება რეალურად ავტმობილის მფლობელებისთვის და შეძენის მსურველთათვის 2017 წელს. ასევე - რას ფიქრობენ თბილისის საკრებულოში საზოგადოების პროტესტზე მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით და რამდენი ხე იჭრება რეალურად დედაქალაქში ერთი წლის მანძილზე?

სტუმარი: შალვა ოგბაიძე – თბილისის საკრებულოს წევრი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი.

წამყვანი: ზვიად ავალიანი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

360

უახლესი