საზოგადოებრივი
104.5 FM
გაზპრომთან მიღწეული შეთანხმება; სესხების გალარების პროგრამა
გამოქვეყნებულია: 2017-01-11, 21:39

როგორია გაზპრომთან დღეს მიღწეული შეთანხმების ეკონომიკური ღირებულება რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთიდან სომხეთისკენ გატარებული გაზის ტრანზიტის საფასურს ფულადი ანაზღაურებით მიიღებს და იზრდება თუ არა ამ შეთანხმებით რუსეთის ენერგომატარებლებზე საქართველოს დამოკიდებულება. რამდენად დაეხმარება ვალუტის კურსის რყევით დაზარალებულ მოქალაქეების სესხების გალარების პროგრამა რომელიც საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა და უნდა იფარებოდეს თუ არა კურსთაშორისი სხვაობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

სტუმარი: ლია ელიავა – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წამყვანი: ზვიად ავალიანი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

361

უახლესი