საზოგადოებრივი
104.5 FM
გახმაურებული სამართლებრივი დავები
გამოქვეყნებულია: 2017-01-10, 21:59

განსხვავდება თუ არა რუსთავი-2-ის გენერალურ დირექტორზე თავდასხმის სამართლებრივი, პოლიტიკური და ადამიანური შეფასებები ერთმანეთისგან; რავიცით რეალურად „თბილსერვისის“ საქმესთან დაკავშირებით – რამდენად მყარია დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლების სამართლებრივი არგუმენტები და რას შეცვლის ეს ფაქტი პოლიტიკური კუთხით; ასევე - უნდა დარჩეს თუ არა საპატიმროში ცენტრ-პოინტის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე და რას ფიქრობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ე.წ. მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით?

სტუმარი: გელა ნიკოლაიშვილი –უფლებადამცველი.

წამყვანი: ზვიად ავალიანი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

270

უახლესი