საზოგადოებრივი
104.5 FM
მოსმენების კანონმდებლობაში შესატან საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა
გამოქვეყნებულია: 2017-01-10, 21:36

რა შედეგებით დასრულდა ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის პირველი შეხვედრა და ვის ხელში აღმოჩნდება საბოლოოდ ე.წ. მოსმენების გასაღები; შედგება თუ არა კონსენსუსი ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მოსმენების გახმაურებულ თემაზე და როგორ აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ამ და სხვა იმდინარე აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს?

სტუმარი: გია ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

წამყვანი: ზვიად ავალიანი.


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

527

უახლესი