საზოგადოებრივი
104.5 FM
განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“
გამოქვეყნებულია: 2017-01-09, 22:44

დაიშალა თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ აფასებს ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი.

სტუმარი: დავით დარჩიაშვილი  - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი

წამყვანი: ზვიად ავალიანი


დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

383

უახლესი