საზოგადოებრივი
104.5 FM
2017 წლის ბიუჯეტი / დავა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის
გამოქვეყნებულია: 2016-12-17, 19:31

რას მოიცავს 2017 წლის ბიუჯეტი, რაში დაიხარჯება თანხები, რომელი სფეროების დაფინანსება გაიზარდა და ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, რა არის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი.

მმართველი გუნდი რამდენიმე პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ოპოზიცია 2017 წლის ბიუჯეტს გაღატაკებისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯის უწოდებს. 

რამ გამოიწვია დავა პრეზიდენტის ინსტიტუტსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის და რა ფორმატით იმუშავებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.

დატოვე კომენტარი
ჩვენი პარლამენტი

გადაცემაში წარმოდგენილია, სამუშაო კვირის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტში, კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე განხილული მნიშვნელოვანი საკითხებისა და კანონპროექტების მიმოხილვა, განხილვა სტუმრებთან ერთად. 

გადაცემა შედგება სამი ნაწილისგან: 

1. მაყურებლისათვის საქართველოს პარლამენტში განხილული კვირის მნიშვნელოვანი თემების შეხსენება (ვიდეოკოლაჟი). 

თემები:  

პარლამენტში ინიცირებული, ან განსახილველი კანონპროექტები; 

ბოლო პერიოდში მიღებული კანონმდებლობა; 

პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა (კაბინეტის დამტკიცება, სამთავრობო საათი, პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში, პალამენტის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტები); 

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (რეგიონალური ტელევიზიისთვის დამზადებული გადაცემების შემთხვევაში). 

2. კვირის მნიშვნელოვანი თემა (აღნიშნულ თემაზე მომზადებული სიუჟეტი). 

3. გადაცემაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კვირის მნიშვნელოვანი თემების განხილვა და ანალიზი. 

გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. 

წამყვანი - ნიკა კაცია

პროდიუსერი - მაია ბოკერია; 

ტექნიკური პროდიუსერი - ნათია შენგელია.

გუნდის წევრები

ნიკა კაცია
წამყვანი
1113

უახლესი