საზოგადოებრივი
საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
გამოქვეყნებულია: 2016-03-14, 18:49

სტუმრები: გია ბერძენიძე - "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" ლიდერი; ემზარ ქვარიანი - კოალიციაში შემავალი "მებრძოლ პატრიოტთა კავშირის" თავმჯდომარე.

წამყვანი: თამარ ფიროსმანიშვილი.

დატოვე კომენტარი
პოლიტალტერნატივა

წამყვანი - თამარ ფიროსმანიშვილი.

ქრონომეტრაჟი - 55 წუთი. 

"პოლიტალტერნატივა" ეთერშია ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 17:00-დან  17:55 საათამდე.

"პოლიტალტერნატივა“ შეიქმნა, როგორც "თავისუფალი ტრიბუნის" ალტერნატივა, იმ 12 არაკვალიფიციური სუბიექტისთვის, ვინც  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ერთი მანდატი მაინც მოიპოვა, ან საქართველოს რეგიონებში მაღალი შედეგი აჩვენა. პროექტში მონაწილეობენ საპარლამენტო პარტიებიც, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და ასევე, ითვლებიან არაკვალიფიციურ სუბიექტებად. გადაცემის მთავარი მიზანია პოლიტიკური გაერთიანებების აქტივობების, რეგიონებში მათ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მუშაობის წარმოჩენა, ახალგაზრდული და ქალთა მოძრაობების გააქტიურება და მაყურებლისთვის მათი მუშაობის გაცნობა.

"პოლიტალტერნატივა“' მაყურებელს საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში ჩაერთოს და მისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, დასვას კითხვები, როგორც ტელეფონით, ასევე, სოციალური ქსელის საშუალებით: facebook.com/პოლიტალტერნატივა

უახლესი