საზოგადოებრივი
უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში; რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის გამყარება?
გამოქვეყნებულია: 2016-03-11, 21:30

როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შევიდნენ შენგენის ზონაში, რა დრო დაჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას ბრიუსელში და რა უნდა ვიცოდეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ მანამ, სანამ შენგენის წევრი ქვეყნის საზღვარს გადავლახავთ; 

რამდენად გამყარდა ეროვნული ვალუტა, რა საგარეო და საშინაო ფაქტორებმა განაპირობეს კურსის ცვლილება და გაგრძელდება თუ არა გამყარების ტენდენცია?

სტუმრები: ვახტანგ ძაბირაძე – პოლიტოლოგი; დემურ გიორხელიძე – ანალიტიკოსი; ვახტანგ ხომიზურაშვილი – ფასიანი ქაღალდების ბაზრის ექსპერტი.

წამყვანი: ზვიად ავალიანი.

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

უახლესი