დაპირისპირება „მრეწველებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის? უნდა დაფიქსირდეს თუ არა კონსტიტუციაში მეუღლეთა სქესი
გამოქვეყნებულია: 2016-03-10, 21:30

გრძელდება თუ არა დაპირისპირება "მრეწველებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის და როგორია გოგი თოფაძის პოზიცია კოალიციაში მიმდინარე პროცესებსა და სხვა აქტუალურ თემებთან დაკაშვირებით; 

საჭიროა თუ არა კონსტიტუციაში დაფიქსირდეს მეუღლეთა სქესი და რას ფიქრობენ უმრავლესობის საკონსტიტუციო ინიციატივაზე საზოგადოების კვლევის სპეციალისტები?

სტუმრები: გოგი თოფაძე – საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების"  თავმჯდომარე;  

მარინა მუსხელიშვილი – "საზოგადოების კვლევის ცენტრის" დირექტორი; 

ზურაბ ბიგვავა – სოციოლოგი, ანალიტიკოსი.

წამყვანი: ზვიად ავალიანი.

დატოვე კომენტარი
არგუმენტების დრო
"არგუმენტების დრო" - არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც პარლამენტის მიერ საბოლოო მოსმენით ჯერ არ არის მიღებული. სტუდიაში მოწვეული სტუმრები არიან კონკრეტული კანონპროექტის ავტორი და ოპონენტი, რომლებიც განიხილავენ კანონპროექტის დადებით და უარყოფით მხარეებს. საკითხის განხილვაში ასევე, მონაწილეობენ დარბაზში მოწვეული სტუმრები: ექსპერტები, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს კვირის აქტუალური თემის განხილვას, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ექსპერტები, სხვადასხვა პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. თოქ-შოუ საზოგადოებას ხელს შეუწყობს ამა თუ იმ კანონის არსის მნიშვნელობისა და მისი აუცილებლობის გააზრებაში. აქტუალურ თემასთან დაკავშირებული გადაცემები გამოკვეთს საზოგადოების დამოკიდებულებას უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი და წარმოაჩენს მათი გადაჭრის გზებს.
 
ტელეფონი: 2 40 90 75
Facebook.com/ArgumentebisDro

უახლესი