საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
როგორი იყო საგაზაფხულო სესია
ჩვენი პარლამენტი | 1 ივლისი, 2017
როგორი იყო საგაზაფხულო სესია და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, ასევე თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როგორ აფასებენ დეპუტატები კანონშემოქმედებით საქმიანობას.
წაკითხვა
კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა პარლამენტში და ოპოზიციის ბოიკოტი
ჩვენი პარლამენტი | 24 ივნისი, 2017
კონსტიტუციის ახალი რედაქციის განხილვა პარლამენტში და ოპოზიციის ბოიკოტი. საკონსტიტუციო ცვლილებები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ისევ უთანხმოების საგანია. რატომ მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომ ოპოზიცია პროგესისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს და რას ითხოვს თავად ოპოზიცია. როგორ აფასებს არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობოების ნაწილი უმრავლესობის ინიციატივას.
წაკითხვა
ვენეციის კომისიის დასკვნა
ჩვენი პარლამენტი | 17 ივნისი, 2017
ვენეციის კომისიამ დასკვნა უკვე გამოაქვეყნა. რა წერია დოკუმენტში; შეძლებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა კონსენსუსის მიღწევას; საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, რის გათვალისწინებას გეგმავს მმართველი გუნდი და რას აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია; პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ აფასებებენ საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს.
წაკითხვა
მმართველი გუნდი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას გეგმავს; ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შინაარსი ცნობილია
ჩვენი პარლამენტი | 10 ივნისი, 2017
საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოქმედი რეგულაციები მანიპულირების საშუალებას ტოვებს. უმცირესობა კი აცხადებს, რომ მმართველი ძალა ყველა კანონმდებლობას საკუთარ თავზე ირგებს;ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის შინაარსი ცნობილია. მათი შენიშვნები და რეკომენდაციები საარჩევო სიისტემას და პრეზიდენტის არჩევის წესსაც ეხება.
წაკითხვა
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობა დაიწყო
ჩვენი პარლამენტი | 3 ივნისი, 2017
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებისა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობა დაიწყო.რა უნდა ჩაიწეროს დოკუმენტში და რა გზებით არის შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რის საფუძველზე ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიცია, რომ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყებაა აუცილებელი; რატომ მიაჩნია უმცირესობას, რომ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმით გარღვევა არ მოხდება, რა პოზიცია აქვს უმრავლესობას და ექსპერტების აზრით, რა ტიპის კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს საქართველოს რუსეთთან
წაკითხვა
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს; რა ეტაპზეა საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე და არის, თუ არა მზად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაფართოებისთვის
ჩვენი პარლამენტი | 27 მაისი, 2017
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. თბილისი, ბრიუსელთან ერთად, რამდენიმე დღით ნატოს პოლოტიკურ ცენტრად იქცა.                    ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატოს არაწევრ ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია.                   რა ეტაპზეა საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე და არის, თუ არა მზად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაფართოებისთვის.   ჩვენს კითხვებს  ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი პასუხობს.
წაკითხვა
კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით კანონმდებლებისა და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა
ჩვენი პარლამენტი | 20 მაისი, 2017
კონსტიტუციის 94-ე მუხლთან დაკავშირებით კანონმდებლებისა და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა.  უნდა არსებობდეს, თუ არა ნორმა, რომელიც სხვა ქვეყნებში იშვიათად გვხვდება და ვინ უნდა დაარეგულიროს გადასახადები;  2010 წელს კონსტიტუციის 94-ე მუხლში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ახალი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღებისთვის ან უკვე არსებულის განაკვეთის გაზრდისთვის (გარდა აქციზისა) რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.
წაკითხვა
შრომითი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ჩვენი პარლამენტი | 13 მაისი, 2017
რატომ მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რომ „შრომის ინსპექცია არ არის ჯადოსნური ჯოხი“; ამავე თემაზე რას ფიქრობს უმცირესობა და რა ნაბიჯებია გადასადგმელი შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
წაკითხვა
სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის წარდგენაპარლამენტში; პარლამენტში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე იმსჯელს
ჩვენი პარლამენტი | 6 მაისი, 2017
ხმაური ისმოდა საქართველოს პარლამენტში - სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის წარდგენა მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა.პარლამენტში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე იმსჯელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2016 წელს ქალზე ოჯახური ძალადობის ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 ცვლილებით, რა პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს ხელისუფლება ქალების უფლებების დასაცავად .
წაკითხვა
ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენმა კომისიამ მუშაობა დაიწყო
ჩვენი პარლამენტი | 29 აპრილი, 2017
წაკითხვა
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა; მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოველწლიური ანგარიშით პირველად წარსდგა
ჩვენი პარლამენტი | 22 აპრილი, 2017
საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. სახალხო განხილვებამდე რატომ მიაჩნია საპარლამენტო უმცირესობას, რომ დოკუმენტი არა კონსტიტუცია, არამედ უმრავლესობის საარჩევნო კანონია; რის საფუძველზე აცხადებს ოპოზიცია, რომ ცვლილებები ხელისუფლების უზურპაციას ახდენს და რაზე იღებს პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი; მეცხრე მოწვევის პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოველწლიური ანგარიშით პირველად წარსდგა. 2016 წლის 27 გვერდიან ანგარიშში სუსის უფროსმა ქვეყნის მთავარ გამოწვევებად რუსული ოკუპაცია და საოკუპაციო ზოლთან არსებული კრიმინოგენული ვითარება დაასახელა. 1 ივლისიდან ძალაში შევა 89 ხმით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი. ახალი პროექტის მიხედვით ამოქმედდება 100 ქულიანი სისტემა. მოძრაობის წესების დარღვევისთვის ქულების განულების შემდეგ მძღოლების მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება თავიდან მოუწევთ. ასევე დაინერგება უკონტაქტო პატრულირება.
წაკითხვა
საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა; გასულ კვირას პარლამენტში შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები განიხილეს
ჩვენი პარლამენტი | 8 აპრილი, 2017
ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გიორგი მარგველაშვილმა და ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ რა თემებზე ისმოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კრირიკა.ახალი რეგულაცია რამდენად შეუწყობს ხელს გასაშვილებელი ბავშვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში მოხვედრას, ვის და როგორ შეეძლება შვილად აყვანა და რამდენად დაცული იქნება აღსაზრდელთა უფლებები.
წაკითხვა
ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს მონიტორინგის წევრების ვიზიტი საქართველოში
ჩვენი პარლამენტი | 1 აპრილი, 2017
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები და ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტისას ქართველ პოლიტიკოსებს შეხვდნენ. როგორ შეაფასეს დელეგაციის წევრებმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, რა განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში და რა შენიშვნები აქვს ოპოზიციას; საკანონმდებლო ორგანოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე იმსჯელეს. რას გულისხმობს ახალი ინიციატივა, ვის შეეხება ის და ახალ რეგულაციას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საკრედიტო და სადეპოზიტო პროცენტზე.
წაკითხვა
ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია; სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი თავისუფალია
ჩვენი პარლამენტი | 25 მარტი, 2017
ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე პრეზიდენტის  ვეტო დაძლეულია კომუნიკაციის რა ეტაპზეა პარლამენტი და ქვეყნის პირველი პირი. როგორ აფასებს უმრავლესობა, უმცირესობა და ექსპერტების ნაწილი გიორგი მარგველაშვილის მორiგ ვეტოს;       სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი თავისუფალია. რა შეთანხმებას მიაღწიეს სტუდენტებმა პარლამენტარებთან და რამდენად გაითვალისწინეს კანონმდებლებმა ახალგაზრდების ხედვები
წაკითხვა
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს;გაძვირდება, თუ არა გაზი მოსახლეობისთვის და ბიზნესსექტორისთვის
ჩვენი პარლამენტი | 18 მარტი, 2017
საკონსტიტუციო კომისია მუშაობას განაგრძობს - მმართველი გუნდის ინიციატივებს არ იზიარებს უმცირესობა და არასამთავრობო სექტორი; რას მოიცავს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა; როგორ უნდა გადანაწილდეს მანდატები; ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი; რა შენიშვნები აქვს მესამე სექტორს და რამდენად ასახავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა სპექტრის დაკვეთასგაძვირდება, თუ არა გაზი მოსახლეობისთვის და ბიზნესსექტორისთვის. რის საფუძველზე იბარებენ ენერგეტიკის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში და 2017 წლიდან, კონკრეტულად რა მეთოდოლოგიით დაითვლის სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფს.
წაკითხვა
მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ისევ უკან აბრუნებს
ჩვენი პარლამენტი | 11 მარტი, 2017
მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურს ისევ უკან აბრუნებს - რა შეცდომა დაუშვა მერვე მოწვევის პარლამენტმა, რა გათვლა აქვს ამჟამინდელ უმრავლესობას და როგორ აფასებს საპარლამენტო უმცირესობა მთავრობისა და ეროვნული ბანკის კომუნიკაციას.მედიაში განვითარებული მოვლენებზე სულ უფრო ხშირად საუბრობს საზოგადოება. რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ აფასებენ კანონმდებლები და არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები მედიაგარემოს.
წაკითხვა
ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს
ჩვენი პარლამენტი | 4 მარტი, 2017
მმართველმა გუნდა მწვავე დაპირისპირების მიუხედავად მაინც მიიღო ეგრეთ წიდებული მოსმენების კამონი.გასაღები კვლავ საგამოძიებო უწყებაში რჩება. როდის და რა ფორმით ამოქმედდება ახლად დამტკიცებული პროექტი? ახლა ჯერი პრეზიდენტსა და საკონსტირუციო სასამართლოზეა.საკონსტიტუციო კომისიის თითქმის ორთვიანი მუშაობის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ ღიად და ცალსახად პირველად დააფიქსირა მმართველი გუნდის პოზიცია.
წაკითხვა
საკანონმდებლო ორგანოში ფარული მოსმენების შესახებ კანონს განიხილავენ
ჩვენი პარლამენტი | 25 თებერვალი, 2017
რის საფუძველზე მიიჩნევს უმრავლესობა, რომ დახვეწილია კანონპროექტი, რომელიც უმცირესობის აზრით იმაზე უარესია, რაც დღემდე იყო. მმართველი გუნდი ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ისევ უკან დაბრუნებას გეგმავსრამდენი ადამიანი გარდაიცვალა საგზაო წესების დარღვევით გამოწვეული ავტოავარიების შედეგად და რა პრვენციულ ღონისძიებებს გეგმას მთავრობა.
წაკითხვა
პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი/ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას ხმაურისგან დაიცავს
ჩვენი პარლამენტი | 18 თებერვალი, 2017
პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და მისი არჩევის წესზე იმსჯელეს - შეიცვლება თუ არა უშიშროების საბჭოს სახელწოდება და რა დროს დაექვემდებარება ის პრეზიდენტს და როდის პრემიერს; ინიციატივა, რომელიც მოსახლეობას ხმაურისგან დაიცავს - რა საფრთხეს შეიცავს ტურისტულ ზონებში არასასურველი ხმაური და რა პირობებში ცხოვრობენ მშენებარე რაიონებში, თუ გასართობ დაწესებულებებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები.
წაკითხვა
მაუწყებელში განვითარებული მოვლენები; პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია
ჩვენი პარლამენტი | 11 თებერვალი, 2017
მაუწყებელში განვითარებული მოვლენები. იცოდნენ, თუ არა კანონმდებლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შესახებ;ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დახარჯულ მილიონებზე; დაიწყება, თუ არა გამოძიება. მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღაზე პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა დაძლია. რატომ არ გაითვალისწინეს კანონმდებლებმა საქართველოს პირველი პირის შენიშვნები; საზოგადოებრივი
წაკითხვა

უახლესი