საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
"სხვა შტორმი ბათუმში" - პირველ მაისს, 21:30 საათზე, "გამომძიებელი რეპორტიორი" მეორე საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი. | 27 აპრილი, 2017
სასტიკი მარტი ბათუმში. უპრეცედენტო პროტესტი, რომლის სამიზნედ სახელმწიფოს უსაფრთხოება იკვეთება. ბათუმის აქციის შორს მიმავალი პარალელები. აჭარის საპატრულოს უფროსის კაბინეტში მომხდარი უცნაური ამბავი. ვის ინტერესებს დაუპირისპირდა ახალი ხელმძღვანელი და ვისი სახეები ამოიცნეს თვითმხილველებმა აქციაზე, ქვებით შეიარაღებულ ნიღბიანებს შორის. ბრალდების რიტორიკა და ერთ ადგილას გაყინული ძიების საქმე. რატომ არ არის დაკითხული აქციის ორგანიზებაში მოწმეთა მიერ შემჩნეული არცერთი პირი - ორშაბათს, პირველ მაისს, 21:30 საათზე, "გამომძიებელი რეპორტიორი" ბათუმის აქციის უცნობი დეტალებით, ფილმში "სხვა შტორმი ბათუმში", მეორე საზოგადოებრივზე
წაკითხვა
"თბილისი საწვავის ბიზნესის მძევალი" - 6 თებერვალს, 21:30 საათზე, მეორე საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი. | 3 თებერვალი, 2017
როგორ ამახინჯებენ ავტოგასამართი და აირგასამართი სადგურები ქალაქის იერსახესა და ეკოლოგიას. რა რისკებს შეიცავს ჩვენს სახლებთან, სკვერებთან, საავადმყოფოებთან, ზედ წყლისა და კანალიზაციის მილებზე დაშენებული საწვავის სადგურები. საფრთხე, რომელსაც არ სძინავს ქალაქში. თბილისის რუკებზე დატანებული მსხვილი კანონდარღვევები მსხვილი ბრენდებისთვის. სფერო, რომელსაც არ აკონტროლებს არცერთი სახელმწიფო უწყება. "გამომძიებელი რეპორტიორის" ინიციატივით ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის საგანგაშო შედეგი, რომელიც პირველად გახდება ცნობილი "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმში "თბილისი საწვავის ბიზნესის მძევალი" - 6 თებერვალს, 21:30 საათზე, მეორე საზოგადოებრივზე
წაკითხვა
"ძარცვა საქართველოს სახელით" - 26 დეკემბერს, 21:30 საათზე, მეორე საზოგადოებრივზე
გამომძიებელი რეპორტიორი. | 23 დეკემბერი, 2016
საფინანსო კომპანია, რომელმაც ცხრა წლის განმავლობაში შეძლო სახელმწიფო უწყებების, სამართალდამცავების, რიგითი მოქალაქეების მოტყუება. რატომ არ იცავდა მოქალაქეთა უფლებებს თვითონ ეროვნული ბანკი, რომელიც წლების განმავლობაში ფინანსურ პოლიციას ამ კომპანიის დანაშაულის დამტკიცებას თხოვდა. კომპანიის დამფუძნებლის დანაშაულის კვალი, რომელსაც "გამომძიებელმა რეპორტიორმა" რუსეთის ფედერაციაში მიაგნო. ეროვნული ბანკის მიერ შეუსრულებელი კანონები და ათასობით გაძარცვული ადამიანის პროტესტი. ფაქტები, რომლებიც გეტვიან სიმართლეს - ნახეთ "გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი "ძარცვა საქართველოს სახელით!" - 26 დეკემბერს, 21:30 საათზე, მეორე საზოგადოებრივზე
წაკითხვა
"ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს" - 14 ნოემბერს, 21:30 საათზე, მეორე არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი. | 10 ნოემბერი, 2016
სამართლიანობის სახელით მოსული ხელისუფლების პასუხს ათასობით ადამიანი ელის. ის მათ შორის არის, ვინც ოთხი წელია, ძველი განაჩენებით დგანან პროკურატურის კართან. ერთი საქმის ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ წამებასა და ძალადობაზე მდგარი განაჩენები ისევ ძალაში რჩება. "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ აღმოჩენილი ახალი გარემოებები, წამების ფაქტები, ცრუ მოწმეების აღსარებები.ორშაბათს, 14 ნოემბერს, 21:30 საათზე, მეორე არხზე - "გამომძიებელი რეპორტიორის" ახალი ფილმი "ციხის ქორო: ველით დაპირებულ სამართალს".
წაკითხვა
„რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში" - 26 სექტემბერს, 22:00 საათზე, მეორე არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი. | 22 სექტემბერი, 2016
უპრეცედენტო დანაშაული. 5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობისათვის გამოტანილი განაჩენი და დამნაშავედ ცნობილი დედა, რომელიც ბრალს არ აღიარებს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებები, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა და ვერსიები, რომლებზეც არ უმუშავია გამოძიებას. მაგდა პაპიძის საქმეში დატოვებული ცარიელი ფურცელი, უპასუხო კითხვები და მომავლისთვის დარჩენილი ეჭვები. „გამომძიებელი რეპორტიორის" ფილმი „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში" - 26 სექტემბერს, 22:00 საათზე, მეორე არხის ეთერში
წაკითხვა
„სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“ - 13 ივნისს, 20:00 საათზე, მეორე არხზე
გამომძიებელი რეპორტიორი. | 9 ივნისი, 2016
თბილისის თავზე მეწყერი იღვიძებს. წყნეთი-ახალდაბის გზაზე, ერთი წლის წინ დამეწყრილი მთა დაშლას აგრძელებს და ვერეს ხეობისკენ მიემართება. რატომ არ არის დასრულებული ხეობის დამცავი ნაგებობების პროექტი, რატომ არ იგეგმება ვერეს გვირაბებისგან გათავისუფლება და ჭალაში გაჭრილი ჩქაროსნული გზის ესტაკადაზე გადატანა. ხეობის განაშენიანების ბიზნესინტერესებს სამშენებლო კომპანიები არ თმობენ. რა ასწავლა ქვეყანას 2015 წლის ივნისის ტრაგედიამ? 13 ივნისს, 20:00 საათზე, მეორე არხზე, „გამომძიებელი რეპორტიორის“ ფილმი - „სახიფათო თამაშები ვერესთან გრძელდება“
წაკითხვა

უახლესი