საზოგადოებრივი
104.5 FM
ვიდეოები
გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური თემების შესახებ / ეკოლოგიური მდგომარეობა და პარლამენტი
არგუმენტების დრო | 13 ივლისი, 2017
როგორ აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და სხვა მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე და როგორია „მწვანეების“ პოზიცია ბოლო პერიოდში მედიაში გახშირებულ ცნობებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სურათზეა საუბარი; რა გაკეთდა რეალურად ბოლო 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში ეკოლო
წაკითხვა
სამშვიდობო შეთანხმება სირიაში; ISIS-ის დასასრული?; ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 11 ივლისი, 2017
დასრულდება თუ არა ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ ისტორია მისი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციით და როგორი შეიძლება იყოს სირიის, ერაყისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის მომავალი “ისლამური სახელმწიფოს” შემდეგ; რამდენად სტაბილური აღმოჩნდება სამშვიდობო შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით და ნიშნავს თუ არა ეს შეთანხმება სირიის ფორმალური დაშლის დასაწყისს; რა შეცვალა ახლო აღმოსავლეთში დიდი ოცეულის სამიტმა, რა პოზიციას დაიკავებენ სირიასთან მიმართებაში რეგიონის ძლიერი მოთამაშეები და რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ახალ რეალობას საქართველოზე?სტუმრები: შოთა თხელიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი; სოსო ზაალიშვილი – ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.
წაკითხვა
საკონსტიტუციო რეფორმა: არასაპარლამენტო სპექტრის პოზიცია მმართველი გუნდის შეთავაზებაზე
არგუმენტების დრო | 11 ივლისი, 2017
რამდენად კონსტრუქციულია პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნა საკონსტიტუციო რეფორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომელიც ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულია და აპირებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი წინადადებების შეთავაზებას მმართველი გუნდისთვის; რატომ არ ხერხდება შეხვედრა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის როცა ამ მოლაპარაკებებისთვის მზაობას ყველა მხარე ადასტურებს, შესაძლებელია თუ არა კონსტიტუციის პროექტში მესამე მოსმენამდე აისახოს ოპოზიციური სპექტრის წინადადებები და შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტის ირგვლივ თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების დაბლოკება დაშვებული იქნება?სტუმარი: ნიკა მაჭუტაძე–პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ თავმჯდომარე.
წაკითხვა
უკანონო ბორდერიზაცია / დიდი ოცეულის სამიტი / რეგიონული მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 10 ივლისი, 2017
რატომ გამწვავდა ბოლო პერიოდში სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან, რომელსაც ოსური მხარე და კრემლი სახელმწიფო საზღვრად მიიჩნევს და რა ბერკეტები აქვს თბილისს უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად; შესაძლებელია თუ არა საქართველოს ხელისუფლების უფრო აქტიურმა პოლიტიკამ ან ქართული საზოგადოების პროტესტმა გავლენა იქონიოს ოკუპაციის პროცესზე და სად არის ან საერთოდ არსებობს თუ არა დღეს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან; რამდენად სჭირდება საქართველოს დღეს დასავლეთის პრინციპული მხარდაჭერა და რამდენად მკაცრია ამჟამად დასავლეთი რუსეთის მიმართ საქართველოს საკითხში; რა გვაჩვენა დიდი ოცეულის სამიტმა – რატომ არ იდგა დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა პუტინისა და ტრამპის პირველ შეხვედრაზე და აქვს თუ არა აზრი მოსკოვთან დამოუკიდებლად საუბარს?სტუმრები: ირაკლი ბათიაშვილი - უშიშროების ყოფილი მინისტრი; ლევან გერაძე - კონფლიქტოლოგი; ალექსანდრე რუსეცკი - კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი
წაკითხვა
ლარში ფასდადების ვალდებულება; ეკონომიკური მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 4 ივლისი, 2017
რამდენად შეასუსტებს ჭარბ დოლარიზაციას ლარში ფასდადების ვალდებულება, რომელიც სრულიად საქართველოს მასშტაბით 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს ლარიზაციის პროცესი; ინარჩუნებს თუ არა ეროვნული ბანკი ხელოვნურად ლარის კურსს არსებულ ნიშნულზე, მაშინ როცა რეალურად ლარი უფრო მყარი უნდა იყოს და თუ ეს ასეა, რატომ არ აძლევს ეროვნული ბანკი ლარს გამყარების საშუალებას; რატომ ვერ მკვიდრდება საქართველოში ბიზნესის დაზღვევის პრაქტიკა და როგორ შეიძლება დაეხმაროს საზოგადოება მათ ვინც ე.წ. ელიავას ბაზრის ხანძრის დროს დაზარალდა და ბოლოს - როგორია ეკონომისტების გრძელვადიანი პროგნოზები ეკონომიკური ზრდის ტემპებთან და ვალუტის კურსთან დაკავშირებით ზაფხულის პერიოდში?სტუმრები: გიორგი ცუცქირიძე–„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი; მიხეილ დუნდუა–ეკონომისტი.
წაკითხვა
ენძელა მაჭავარიანის პოზიცია მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური თემების შესახებ
არგუმენტების დრო | 4 ივლისი, 2017
რატომ მიიქცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა ბოლო პერიოდში მედიის განსაკუთრებული ყურადღება და როგორია დეპუტატის არგუმენტები საკონსტიტუციო რეფორმის ყველაზე საკამათო პუნქტებთან დაავშირებით; რას ფიქრობს “ქართული ოცნების” საპარლამენტო წარმომადგენელი აგდილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე, როგორია პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან მოსული დეპუტატის პოზიცია საზოგაგოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმაზე, რას ელოდება ეკლესიასთან განსაკუთრებული კავშირის მქონე პოლიტიკოსი მართლმადიდებელ პარლამენტართა ასამბლეისგან, რომელიც 2019 წელს საქართველოში გაიმართება და ბოლოს – როგორია პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის პოზიცია ბოლო პერიოდში მედიაში გახშირებულ საგანგაშო მასალებთან დაკავშირებით რომლებიც საქართველოში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას გვახსენებს?სტუმარი: ენძელა მაჭავარიანი – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. 
წაკითხვა
არასაპარლამეტო ოპოზიცია და ადგილობრივი არჩევნები; ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი
არგუმენტების დრო | 28 ივნისი, 2017
რა არის კონსტიტუციის ორი მოსმენით უკვე დამტკიცებულ ცვლილებებში ყველაზე მეტად მიუღებელი “მცირე პარტიებისთვის” და უმჯობესდება თუ უარესდება ზოგადად ოპოზიციის მდგომარეობა კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების შემდეგ; აპირებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებულ მონაწილეობას მომავალ თვითმმართველობის არჩევნებე და როგორ უნდა გავიგოთ ცალკეული ოპოზიციური ლიდერების მხრიდან მოწოდება სახელისუფლებო შენობების პიკეტირებისკენ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის დროს; რატომ გამოაქვს სხვადასხვა დასკვნა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვენეციის კომისიის ერთი დასკვნისგან და შესაძლებელია თუ არა ჯანი ბუკიკიოს ვიზიტმა საქართველოში პასუხი გასცეს ყველა კითხვას კონსტიტუციის რეფორმასთან დაკავშირებით?სტუმრები: კახა კუკავა – პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე; ზურაბ ხარატიშვილი – „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ ხელმძღვანელი.
წაკითხვა
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა / უკონტაქტო პატრულირება
არგუმენტების დრო | 28 ივნისი, 2017
რა იცვლება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში 1 ივლისიდან და რა უნდა ვიცოდეთ ე.წ. 100 ქულიანი სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების შესახებ საქართველოს მოქალაქეებმა; რამდენად შეამცრებს ახალი სისტემა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას, აღნიშნული ცვლილებების გარდა კიდევ რა ინიციატივებზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაემატება თუ არა მიმდინარე წლის ბოლომდე მართვის მოწმობის გამოცდას ქალაქში მართვის კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად გაართულებს მართვის მოწმობის აღებას?სტუმარი: ქეთევან ტატუაშვილი – შსს კვლევის და გავითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი.
წაკითხვა
კონფლიქტები და სახალხო დიპლომატია
არგუმენტების დრო | 27 ივნისი, 2017
რა დონეზეა დღეს სახალხო და არაოფიციალური შერიგების ფორმატები ქართულ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს შორის და არსებობს თუ არა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში სურვილი და განწყობა სახალხო დიპლომატიის ფორმატების გააქტიურებისთვის; შესაძლებელია თუ არა ოჯახურმა ან ეკონომიკურმა კონტაქტებმა სერიოზული როლი ითამაშონ კონფლიქტის მხარეების დაახლოებაში და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ასეთი კონტაქტების წახალისებისთვის?სტუმრებ: რეზო ბენდელიანი – „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ კავშირის თავმჯდომარე; მზია ხეთაგური – პოეტი.
წაკითხვა
ჟენევის დისკუსიების მე-40 რაუნდი; აფხაზეთში შექმნილი კრიმინალური და პოლიტიკური ვითარების მიმოხილვა
არგუმენტების დრო | 27 ივნისი, 2017
რა შედეგებით დასრულდა ჟენევის დისუსიების მე-40 შეხვედრა და უახლოვდება თუ არა ჟენევის ფორმატი ჩიხს რომელშიც მხარეები დაახლოების ნაცვლად სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს; ცდილობს თუ არა მოსკოვი ჟენევის ფორმატის გაუქმებას და შედის თუ არა ამ ფორმატის შეწყვეტა თბილისის ინტერესებში; რამ გამოიწვია კრიმინალის განსაკუთრებული გააქტიურება აფხაზეთში ბოლო ორი კვირის მანილზე და მოსალოდნელია თუ არა აფხაზურ საზოგადოებაში გაჩენილ საპროტესტო ტალღას სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლება შეეწიროს; რატომ ითხოვს ბოლო პერიოდში გალის ქართული მოსახლეობა რუსულ პასპორტებს და რას შეცვლის ქართული მოსახლეობისთვის დე-ფაქტო ხელისუფლების ცვლილება, თუ ასეთი სცენარი მართლაც მოსალოდნელია ვიხილოთ უახლოეს მომავალში?სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებული.
წაკითხვა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტი
არგუმენტების დრო | 26 ივნისი, 2017
რას ნიშნავს ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკა და რას გულისხმობს კონკრეტულად საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და რომლის შემუშავებაშიც 41 არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული; მოხდება თუ არა ამ კანონპროექტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და არის თუ არა აღნიშნული კანონპროექტი იმ ორგანიზაციების საბოლოო მიზანი, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად აყენებდნენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალზიაციის მოთხოვნასსტუმრები: კახა კვაშილავა - ზიანის შემცირების საქ. ქსელის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი გურგულია
წაკითხვა
სოციალ-დემოკრატების საგანგებო განცხადება / კონსტიტუცია და 94-ე მუხლი
არგუმენტების დრო | 26 ივნისი, 2017
რა სპეციალურ განცხადებას მოვისმენთ მალე ქართველი სოციალ-დემოკრატებისგან და რას ნიშნავს პოლიტიკური ბრძოლა კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოსაღებად; დაუჭერენ თუ არა მხარს სოციალ-დემოკრატები კონსტიტუციური ცვლილების პროექტს მესამე მოსმენაზე და 94-ე მუხლის გარდა, კიდევ რომელ დებულებებს აკრიტიკებენ ან რის დამატებას ითხოვენ სოციალ-დემოკრატები საქართველოს კონსტიტუციაშისტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი - ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელი წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში
არგუმენტების დრო | 22 ივნისი, 2017
რამდენად ჯანსაღად წარიმართა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი საქართველოში და რამდენად ადეკვატურია პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის აქტიური პროტესტი ამ პროცესის მიმართ; შესაძლებელი იყო თუ არა ფართო საზოგადოებრივი და სამოქალაქო კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის ირგვლივ და შესაძლებელია თუ არა ასეთი კონსენსუსი შედგეს პოსტ-ფაქტუმ – მას შემდეგ რაც პოლიტიკური ვნებათაღელვა შედარებით დამშვიდდება; რამდენად გაითვალისწინა მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რა იცვლება რეალურად საქართველოს კონსტიტუციაში, როდის შედის ეს ცვლილებები ძალაში და რამდენად უფრო პროგრესული იქნება ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ძირითადი კანონი დღეს მოქმედ რედაქციასთან შედარებით?სტუმრები: ბაქარ ბერეკაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ანალიტიკოსი; კოტე ჩოკორაია –კონსტიტუციონალისტიწამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
უმრავლესობის შეთანხმება კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით
არგუმენტების დრო | 20 ივნისი, 2017
როგორ აფასებს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი და რამდენად ასრულებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს “ქართული ოცნება” რომელიც საკონსტიტუციო უმრავბლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში; ამთავრებს თუ არა შემოთავაზებულ ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და როგორ შეიძლება გადაწყდეს 2010 წელს საკონსტიტუციო ცვლილებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარის აზრით დღევანდელ პროექტთან დაკავშირებული ყველაზე საკამათო პუნქტები?სტუმარი: ავთანდილ დემეტრაშვილი – კონსტიტუციონალისტი.
წაკითხვა
ვენეციის კომისიის დასკვნა / „შენების მოძრაობის“ პოლიტიკური გეგმები
არგუმენტების დრო | 19 ივნისი, 2017
როგორ აფასებს კონსტიტუციონალისტი, რამდენიმე საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ
წაკითხვა
კონსტიტუციური მონარქიის იდეა / საკონსტიტუციო რეფორმის შეფასება
არგუმენტების დრო | 19 ივნისი, 2017
რას ფიქრობენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით და რა დადებითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს კონსტიტუციური მონარქიის იდეას საქართველოში; რატომ დაინტერესდა მმართველი პარტია პატრიარქის მოწოდებით და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ინტერესი; რამდენად ბუნებრივი ან პირიქით – არაბუნებრივი შეიძლება იყოს მეფე XXI საუკუნის საქართველოში და როგორია ალიანსის პოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით.სტუმარი: დავით თარხან-მოურავი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე წამყვანი: ზვიად ავალიანი
წაკითხვა
ევროპარლამენტის რეზოლუცია მუხტარლის საქმეზე
არგუმენტების დრო | 15 ივნისი, 2017
რას ნიშნავს ევროპარლამენტის
წაკითხვა
ევროპარლამენტის რეზოლუცია მუხტარლის საქმეზე
არგუმენტების დრო | 15 ივნისი, 2017
რას ნიშნავს ევროპარლამენტის რეზოლუცია
წაკითხვა
მიწის გაყიდვის რეგულაცია და პოლიტიკური პარტიები
არგუმენტების დრო | 14 ივნისი, 2017
რა შედეგებს მოუტანს ქვეყანას მმართველი გუნდის გადაწყვეტილება რომლის თანახმადაც კოსტიტუციაში საბოლოოდ მაინც გაჩნდება ჩანაწერი რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენას შეუზღუდავს; რა შედეგებს ელოდება ამ ჩანაწერისგან საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ამგვარ აკრძალვას წლების მანძილზე ითხოვდა და რა საფრთხეებს ხედავენ ისინი, ვინც ამ ჩანაწერს არაეფექტიან და პოპულისტურ გადაწყვეტილებად თვლიან. გაიაფდება თუ არა აკრძალვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოში; გაუჩნდებათ თუ არა მეტი მოტივაცია ქართველ ფერმერებს; იქნება თუ არა უფრო მეტად დაცული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და რას ეტყვიან კანონმდებლები ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან?სტუმრები: კახა კუკავა–პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე; დიმიტრი ლორთქიფანიძე –„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი; ოთარ სირაძე –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
წაკითხვა
საკონსტიტუციო ჩანაწერი მიწის გაყიდვის შეზღუდვაზე; ნინო ბურჯანაძე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე
არგუმენტების დრო | 13 ივნისი, 2017
რა ინფორმაციის გასაჯაროვებას თხოვს „დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და როგორ აფასებენ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდში მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას აუკრძალავს; ასევე - რას ფიქრობენ დემოკრატიულ მოძრაობაში ვენეციის კომისიის პირველად დასკვნაზე, აფგან მუხტარლის ინცინდენტზე, მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე და ბოლო პერიოდის სხვა აქტუალურ შიდაპოლიტიკურ და საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებზე? სტუმარი: ნინო ბურჯანაძე–„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“თავმჯდომარე.
წაკითხვა

უახლესი