საზოგადოებრივი
104.5 FM
თემის თვითორგანიზების გამოცდილება გასაბჭოებამდე
თვითმმართველობის რა გამოცდილება არსებობდა საქართველოში გასაბჭოებამდე, ეფუძნება თუ არა თვითმმართველობის რეფორმა ისტორიულ გამოცდილებას, ნახეთ "სტუდია რე"-ს ტელედისკუსია ზვიად ქორიძესთან ერთად. გადაცემაში მონაწილეობენ:- ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი;- ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);- დიანა კაკიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი; - დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი.
წაკითხვა
„პოლიტიკური წითელი ჯვარი" - კიდევ ერთი გადარჩენილი ისტორია
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ წიგნად გამოსცა პუბლიკაცია - "დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი", გამოკვლევა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოქმედი პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის, "პოლიტიკური წითელი ჯვრის", საქმიანობისა. ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და დახმარებას უწევდა პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს, ასევე იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისათვის და პოლიტპატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საიდან გაჩნდა პუბლიკაციის მომზადების იდეა, ვინ იყვნენ „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ წევრები და რა ბედი ეწიათ მათ?http://www.radiotavisupleba.ge/pp/28193874/ppt0.html1921 წლის ივლისში, გასაბჭოებული თბილისის ორივე ციხეში - მეტეხსა და ორთაჭალაში - 600-მდე პოლიტიკური პატიმარი იხდიდა სასჯელს, მოგვიანებით, ნოემბრის ოპერაციისას, ბოლშევიკებმა საქართველოს რეგიონებში კიდევ 2 500-მდე პირი დააპატიმრეს. იმის გამო, რომ ციხის რაციონი საკმარისი არ იყო, საჭირო ხდებოდა პროდუქტით გარედან დახმარება. პუბლიკაციის მიხედვით, სწორედ 1921 წელს შეიქმნა თბილისში პოლიტიკურ პატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაცია, რომელშიც თავი მოიყარეს მეფის რეჟიმის დროს არალეგალურ მუშაობაში გამოცდილმა სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ქალთა ორგანიზაციის ლიდერებმა. პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ხვადაგიანის, თქმით, ჯგუფის ორგანიზების ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი იყო ელენე მაისურაძე - სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრისა და ეროვნული საბჭოს დეპუტატის, ალექსანდრე მაისურაძის, ქვრივი. ირაკლი ხვადაგიანი იმასაც ამბობს, რომ "პოლიტიკური წითელი ჯვრის" არსებობის შესახებ შეიტყო შემთხვევით, სხვა თემაზე მუშაობისას:„ვკითხულობდი ალექსანდრე ლომთათიძის მეუღლის, ზინაიდა ოქროპირიძის, მემუარებს, სადაც ერთ აბზაცად აღწერს, რომ 1921 წლიდან თბილისსა და საქართველოში არსებობდა „პოლიტიკური წითელი ჯვარი“, რეალურად ქალთა ორგანიზაცია, რომელიც ეხმარებოდა პოლიტიკურ პატიმრებს, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ ციხეებში და ეხმარებოდნენ მათი ოჯახის წევრებს. სხვა მეტი არაფერი იყო ხელმისაწვდომი ამ ორგანიზაციის შესახებ. ზინაიდა ოქროპირიძე თვითონაც მუშაობდა ამ ჯგუფში და დასახელებული ჰყავდა რამდენიმე ქალი, რომლებიც მასთან მუშაობდნენ“.ელენე მაისურაძისა და ზინაიდა ოქროპირიძის გარდა, იატაკქვეშა ორგანიზაცია „პოლიტიკურ წითელ ჯვარში“ ასევე მუშაობდნენ: ეპრაქსია რამიშვილი, ნუშა ჭიაბრიშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, თამარა კახიანი, ქრისტინე შარაშიძე, ცაცა დარახველიძე, მინადორა ტოროშელიძე, ოლა სოლოღაშვილი, ანეტა ქუთათელაძე, ასევე ორი უცნობი ქალი - რახილი და პელო. ირაკლი ხვადაგიანის მიერ ნახსენებ ზინაიდა ოქროპირიძის (საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის, ქვრივის) მემუარებში კი ვკითხულობთ:„... ჩეკას - ცინცაძის - ნებართვით შედგა თავისებური ქალების წითელი ჯვარი (პოლიტპატიმართა დამხმარე), რომელიც წინათაც იყო და საერთოდ ყველაგან იყო... ელენე მაისურაძე ცხოვრობდა იზმაილოვის ქუჩაზე, ნათიძეების პირდაპირ. ფართო სამზარეულო ჰქონდა. იქ ვიკრიბებოდით პატიმართა ცოლ-ქალიშვილები. ფულს აგროვებდნენ ხალხში, ჩუმ-ჩუმად ეხმარებოდნენ. ვისაც არ გვქონდა, ჩვენს შრომას ვახმარდით - ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, დიდრონ სუფრის ქვაბში ვხარშავდით და ისე ცხელ-ცხელი მიჰქონდათ მუშების ხელით მეტეხში. ერთი თამარი იყო, ახალგაზრდა ქალი. დედა იმასაც ციხეში ეჯდა. კარგი, ყოჩაღი გოგო იყო. ის უძღოდა და საჯაროდ მიჰქონდა. მიადგებოდა ციხეს. მუშაკებმა იცოდნენ, რომ ეს საერთო იყო - განსაკუთრებით უპატრონოებისათვის, რაიონებიდან რომ იყო ჩამოსული უამრავი ხალხი“.ირაკლი ხვადაგიანის ვარაუდით, 1922 წლის დასაწყისამდე ჩეკა და მისი თავმჯდომარე, კოტე ცინცაძე, თვალს ხუჭავდნენ „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობაზე, 1922 წლიდან კი, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამწვავების შემდეგ (მთავარი ქართული პარტიები გაერთიანდნენ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში), ჩეკამ გაამკაცრა ზედამხედველობა და იატაკქვეშა ქსელის გამოვლინება დაიწყო. 1922 წლის თებერვალში რამდენიმე თვით ელენე მაისურაძეც დააკავეს. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, დროთა განმავლობაში „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობის გარგძელება, ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრების გამო, შეუძლებელი გახდა:„ჩანს, რომ ეტაპობრივად თვითონაც ხდებოდნენ ტერორის მსხვერპლი, ანუ ეს იყო მუდმივი ცირკულაცია: დახმარების საზოგადოება, მერე თვითონ აპატიმრებდნენ, მერე სხვები იკავებდნენ მათ ადგილს და ასე გაგრძელდა დიდი ტერორის დაწყებამდე, ანუ 1937-1938 წლებამდე, როცა მასობრივმა ტერორმა პოლიტპატიმართა სოლიდარობის ყოველგვარი ბაზა გაანადგურა“.არადა, პოლიტპატიმართა სოლიდარობის ბაზა საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან არსებობდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შეიქმნა პოლიტპატიმართა დამხმარე „ციხეების კომისია“, 1905 წლის რევოლუციისა და რეაქციის დროს კი - „წითელი ჯვარი“ და რეპრესიების შედეგად დაზარებული მოსახლეობის დამხმარე კომიტეტები. 1905-1917 წლებში მოქმედებდა პოლიტპატიმართა და გადასახლებულთა დახმარების ქსელი. თავად „პოლიტიკური წითელი ჯვარი“ კი დაეფუძნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქალთა ორგანიზაციას. დავით ჯიშკარიანის - პუბლიკაციის კიდევ ერთი ავტორის - თქმით, როცა ჩეკამ აგენტურული დამუშავება და ძიება დაიწყო, გაუჭირდა ერთმანეთისგან გაემიჯნა, სად მთავრდებოდა „პოლიტიკური წითელი ჯვარი“ და სად იწყებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის „ქალთა კომიტეტი“:„რა თქმა უნდა, ისინი, როგორც ძველი რევოლუციონერები, ყველანაირ გზას იყენებდნენ. პროდუქტი, ფულის შეტანა... არსებობს სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ხდებოდა ციხის ზედამხედველების მოსყიდვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იყო ძალიან მასობრივი დახმარება, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ რეჟიმი ძალიან მკაცრად ექცეოდა მათ და თვითონ, ვინც გარეთ იყო, მათაც არ ჰქონდათ დახმარების საშუალება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ტოტალური დახმარების ქსელი, თუმცა პატიმრების ყოფას, რა თქმა უნდა, ამსუბუქებდა. მათ დაანგარიშებულიც კი ჰქონდათ, რა ჯდებოდა თითო პატიმრის შენახვა ერთი დღე ციხის პირობებში. საკმაოდ სოლიდური თანხმები იყო. დისკუსიებიც კი იმართებოდა, საკმარისი იყო თუ არა მათი მოქმედება“.,, არალეგალურად შეიქმნა ქსელი, რომელმაც სოლიდარობის მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ როგორ იკლებდნენ თვითონ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ფულს, სურსათს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ცდილობდნენ თავიანთი თანამოაზრეების გადარჩენას...'' ანა მარგველაშვილიდავით ჯიშკარიანმა და ირაკლი ხვადაგიანმა თითქმის ერთი წელი იმუშავეს არქივებში, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში, სადაც სისხლის სამართლის საქმეებში ეძებდნენ საჭირო მასალებს „პოლიტიკური წითელი ჯვრისა“ და მისი წევრების შესახებ, თუმცა მკვლევართა მოლოდინი არ გამართლდა.იგივე განმეორდა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის არქივშიც. შედარებით გაუმართლათ ეროვნულ არქივში. სწორედ იქ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით გამოიცა მოცემული პუბლიკაცია, რომლის მნიშვნელობაზე საუბრისას პროექტის ხელმძღვნელი ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ ისტორიის გაყალბების გამო ჩვენს საზოგადოებას მწირი და, ხშირ შემთხვევაში, არასწორი ინფორმაცია აქვს თავის უახლოეს წარსულზე:„ძალიან ხშირად მოგვისმენია კრიტიკა, რომ საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოში არანაირი წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ არ არსებობდა, გარდა 1924 წლის აჯანყებისა. ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან საინტერესოა ეს ისტორია, სწორედ იმიტომ, რომ არალეგალურად შეიქმნა ქსელი, რომელმაც სოლიდარობის მნიშვნელოვან მასშტაბებს მიაღწია. ამ ისტორიიდან კარგად ჩანს, თუ როგორ იკლებდნენ თვითონ გაჭირვებაში მყოფი ადამიანები ფულს, სურსათს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და ცდილობდნენ თავიანთი თანამოაზრეების გადარჩენას. 30-იან წლებამდე მივყევით ამ კვლევას და ვნახეთ, თუ როგორ ავსებს ამ სიცარიელეს, რომ თითქოს ჩვენ არ ვიყავით სოლიდარული საზოგადოება“.პუბლიკაცია „დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ მომზადდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) მიერ, პროექტის „დაკარგული ისტორია - მეხსიერება წინააღმდეგობასა და თანამშრომლობას შორის“ ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, რომლის წარმომადგენლის, შოთა პაპავას, თქმით, საბჭოთა წარსულის გააზრება კვლავ რჩება ფონდის პრიორიტეტთა შორის.„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვგონია, რომ ეს იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც საბჭოთა წარსულის გადააზრება, ზოგადად, მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ისეთი ისტორიების, რომლებიც დაკარგულია და რომ არა ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის SOVLAB-ი, რომლებსაც მაქსიმალურად უჭერს მხარს ბიოლის ფონდი, ეს ისტორიები დაიკარგებოდა, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საბჭოთა წარსულისა - ვიტყოდი, ჩვენი უცნობი საბჭოთა წარსულისა - და ამის გამომზეურება პრიორიტეტულია ფონდისთვის და სასარგებლო ქართული საზოგადოებისთვის“, უთხრა შოთა პაპავამ რადიო თავისუფლებას.მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოებისთვის საჭირო და სასარგებლოა, მსგავსი კვლევების ბედი დამოკიდებულია ცალკეულ კერძო ფონდებზე, სახელმწიფოს ძალისხმევა კი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. არადა, როგორც ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ამობს, საქართველოს საბჭოთა ისტორიის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის:„ერთი სერიოზული პრობლემა ის არის, რომ თითქოსდა ინტერესიც არ იყო, ახლა ეს ინტერესი გაჩნდა, მაგრამ ამ ინტერესს არც სახელმწიფო არ უდგას გვერდში და საკმაოდ რთულია არქივებში მუშაობა. იმის მაგივრად, რომ არქივები ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ მკვლევართა მუშაობას ამ საკითხებზე (ასეთი მკვლევარები თითებზე ჩამოსათვლელები არიან), პირიქით, გარკვეულ სიძნელეებს ხვდებიან და ეს არ არის მხოლოდ ფინანსური სიძნელე და, რასაკვირველია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ სახელმწიფოს გააჩნია უზარმაზარი რესურსი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტების სახით და მგონია, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს ნება და სურვილი, რომ ჩვენი უახლოესი ისტორია, საბჭოთა ისტორია, უფრო სერიოზულად იქნას შესწავლილი და ამას ხელი შეუწყონ“.ხელის შეწყობის ნაცვლად არქივებში მომუშავე მკვლევარებს მნიშვნელოვანი თანხის გადახდა უწევთ ნებისმიერი საარქივო მასალის მისაღებად, თუმცა, ამგვარი სირთულეების მიუხედავად, SOVLAB-ის მკვლევარებმა მაინც შეძლეს და საზოგადოებას შეატყობინეს ათასობით პოლიტიკური პატიმრის, დევნილისა და მათი ოჯახი წევრთა სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლი თანამოქალაქეების სახელები, მათ შორის, ელენე მაისურაძის, „საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ორგანიზების ინიციატორისა და პირველი ხელმძღვანელის, რომლის 1919 წლით დათარიღებული, აქამდე უცნობი, მოგონებებითა და დღიურით მთავრდება SOVLAB-ის მორიგი პუბლიკაცია.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/politikuri-citeli-jvari/28192992.html
წაკითხვა
საახალწლო აქცია "ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი"
თბილისში ყველაზე კეთილშობილური საახალწლო საქველმოქმედო აქცია დაიწყო - #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი! აქციაში ჩართვა თითოეულ თქვენგანს შეუძლია. ერთად შევუქმნათ საახალწლო განწყობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ქალაქში გამოჩნდა სასაჩუქრე  #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი ბრენდირებული ყუთები, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დატოვოთ საჩუქრები. ყუთები განთავსებულია:✔რუსთაველის "სმარტში" ✔ვაკის პარკში მდებარე ბიბლიოთეკა "მედიათეკაში" ✔New School ✔The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi ✔Grigol Robakidze University - Alma Mater ✔GIPAგახდით დიდი მხიარულებისა და სიკეთის ნაწილი, ჩაერთეთ აქციაში!გროვდება ყველაფერი, რაც შეიძლება ბავშვებს ან მათ მშობლებს გამოადგეთ: ✔ტკბილეული ✔ ტანსაცმელი ✔ ფეხსაცმელი ✔ სათამაშოები ✔ წიგნები (მთელი, არასასკოლო ლიტერატურა) ✔ სხვა საინტერესო ნივთებიერთად ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი!
წაკითხვა
ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტები
              ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტებიყოველთვის მაინტერესებდა მდინარე ფრონის და ფრონის ხეობის შესახებ მომეძიებინა  და გამეზიარებინა სხვებისათვის, მისი ისტორიული მნიშვნელობის როლი, მისი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა.დავიწყებ იქიდან, თუ რას ნიშნავს ფრონის სახელის მნიშვნელობა. ის უნდა იყოს შედგენილი სიტყვა, რომლის არქეტიპი ჩანს „ფრ“ ან მისი სტრუქტურული ვარიანტი, დაცულ ქართულ ლექსიკაში „ფრეს“ სახით (ჭის, ჭისწყლის მნიშვნელობით) სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: „ფრეს წყაროს წყლისა“. „ფრეს“ წარმომავლობა საძიებელია, მაგრამ ფრონესთან კავშირი უდავოა. რაც შეეხება მდინარე ფრონეს, ის სათავეს იღებს ზნაურის (ყორნისის) რაიონიდან სამი ფრონე. დასავლეთ ფრონეს სათავეა შვილდაურის მთებში (სოფ. ბალთა) ოთხი კილომეტრის ქვევით ნაგუთნთან მას უერთდება აბანოს წყალი, აქედან მეტეხამდე (სოფ. ბალთის) წყალი ჰქვია ფცამდის. ამას უერთდება ბროლისნის წყალი, რომელიც გამოდის სილეთის მთიდან (სურამის მთაგრეხილის განშტოება) და ატარებს დიდღელის სახელს, ჩამოუვლის სოფელ ლოპანს, გამოუვლის გვირგვინას, წნელისს და უერთდება ფცასთან შუაფრონეს. შუაფრონე- რომელიც სათავეს იღებს ლოხომ-პერანგის მთებში, (სურამის მთაგრეხილის კალთები, ზნაურის რაიონი) გამოივლის ზნაურს, ოქონას, ავლევს, ცერონისს, თამარაშენს და უერთდება ფცასთან დასავლეთ ფრონეს, აქედან ერთად მიედინება აგარამდე, იქ კი უერთდება მტკვარს.აღმოსავლეთ ფრონე - იწყება წობისი მთებში (ზნაურის რიონი) ჩამოივლის ავნევს, დვანს, დირბს, ბრეთს, საღოლაშენს და მარცხნიდან აგარის აღმოსავლეთით უერთდება მტკვარს ფრონის სახელით. აქედან გამომდინარე ფრონის ხეობა, მისი ფართო გაგებით, მოიცავს სამ მცირე მდინარეს: დვანის წყალს, ალის წყალს და ფცის წყალს.ეხლა მინდა გიამბოთ, თუ რა ისტორიული მნიშვნელობის ხეობაა ფრონის ხეობა, მას სტრატეგიულ-თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა და ქართველი მეფეები მის გამაგრებასა და კეთილმოწყობაზე ყოველთვის ზრუნავდენ. ეს განაპირობა გეოგრაფიულმა მდებარეობამ და სტრატეგიულმა მნიშვნელობამ. ფრონის ხეობა აკავშირებდა საქართველოს ორ ნაწილს იმერ-ამერის სამიმოსვლო გზებით, რომელიც შუა ქართლიდან სურამის ქედის კალთებზე გადიოდა იმერეთში და ამ გზებით მათ შორის უძველესი დროიდან არსებობდა კულტურულ-ეკონომიკური სახელმწიფოებრივი ურთიერთობა: ეს ისტორიული გზა შუა საუკუნებში ქუთაისიდან მოემართებოდა ჯერ რიონის ხეობით გეგუთამდე, შემდეგ გადადიოდა ყვირილას ხეობაში შოროპნამდე, აქედან ძირულას ხეობით გადიოდა ჭერათხევზე და ჩადიოდა ლოპანის წყალზე, სადაც მდებარეობს სოფელი წაღვლი, საიდანაც ფცის ფრონის ხეობით გზა ჩადიოდა მტკვრის შესართავთან - თბილისისაკენ. მინდა მოგითხროთ ზოგიერთი ისტორიული ფაქტები, რაც გადახდა ფრონის ხეობას და მის სოფლებს:   საქართველოს გაერთიანების ხანაში X-XI საუკუნეებში ფრონის ხეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დაწყებული ბაგრატ III-ის დროიდან დავით აღმაშენებლამდე, რომლებმაც 1122 წელს შეძლო თბილისის საბოლოო გათავისუფლება თურქებისაგან და თავისი რეზიდენცია გადმოიტანა თბილისში. ამ საუკუნეთა მანძილზე მთელი ეს ბრძოლა წარმოებდა ფრონის ხეობით, საიდანაც ხდებოდა განმათავისუფლებელი ჯარების იმერეთიდან გადმოყვანა ქართლში და ბრძოლა სახელმწიფოებრივი გაერთიანებისათვის.თუნდაც 1759 წელს ატოცის ციხეს ალყა შემოარტყა ლეკთა კოხტა ბელადმა, თეიმურაზმა ერეკლემ სასწრაფოდ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს, ამასთან იმერეთის მეფე სოლომონ I-საც აცნობეს და მტერთან საომრად მოიწვიეს, ატოცში მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიყარა საქართველოს სამი მეფე (რასაც დამერწმუნებით ბევრი სოფელი ვერ დაიკვეხნის). ლეკები სასტიკად დამარცხდნენ, კოხტა ბელადმა თავს გაქცევით უშველა. ასევე თეიმურაზ II-ის  1756 წელს დათარიღებული ერთი ბრძანების თანახმად ატოცის დეკანოზიშვილებს დავალებული ჰქონდათ, მორიგე ლაშქრისათვის ერთი ცხენოსნის და ერთი ქვეითის გამოყვანა.ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ საბუთებში ფცა  პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში, ამირეჯიბების (გაბაძეების) მიერ ულუმბის ღვთისმშობლისათვის შეწირულ ყმა-მამულის ნუსხაში. ფცაში რამდენიმე  ისტორიული ძეგლია, კერძოდ: საბრძოლო კოშკი, მის ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც  აშენებულია XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე. აკაკი წერეთელს მეგობრული ურთიერთობა დაუმყარებია ბაგრატიონ-დავითიშვილის ოჯახთან და ფცაში მათი ხშირი სტუმარი ყოფილა.ბრეთში მოღვაწეობდა 13 ასურელი მამათაგანი - პიროს ბრეთელი. იგი საქართველოში VI საუკუნეში ჩამოსულა ანტიოქიიდან, იოანე ზედაზნელთან ერთად და დაუარსებია ბრეთის მონასტერი. „მტკვარს ჩრდილოეთ დვანის წყლის აღმოსავლეთ პირას არს ბრეთის მონასტერი უგუმბათო, რომელი ჰქმნა პირის ი-გ მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე“-ო გამოგვცემს ვახუშტი.      ისტორიულ წყაროებში დირბი პირველად მოხსენიებულია 1588 წელს, დედოფალ ნესტან-დარეჯნის მიერ (მეფე გიორგი X-ის თანამეცხდრე). იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის დირბში არსებული სამღებროს შეწირულობის სიგელში. 1632 წლის ერთი საბუთის მიხედვით როსტომ მეფემ უბრძანა დირბელებს ლაშქარში მონაწილეობა და ელიზბართან შეერთება (დავითიშვილთან). დირბელები, როგორც ქრისტეს საფლავის ყმები, მთელ საქართველოში განთავისუფლებული ყოფილან ბაჟის გადასახადისგან. გარდა ამისა, მარტო დირბის ღვთისმშობლის ეკლესიაში არის ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა (არსად სხვა მართმადიდებლურ ტაძრებში). არადეთი ერთ-ერთი ძველი სოფელია ზემო ქართლში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს.ერთის მხრივ მასზე გადის ცენტრალური სატრანზიტო გზა, ისე რომ დედაქალაქისაკენ მიმავალი თუ იქიდან წამოსული მტერ-მოყვარე გვერდს ვერ აუვლის მას. მეორეს მხრივ არადეთ-საღოლაშენ-დვანზე გავლით მიემართება გზა ცხინვალისაკენ, რომელიც რაჭაში გადადის. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად არის მოხსენიებული XI საუკუნეში, ბაგრატ IV -ის მეფობის დროს. 1483 წელს არადეთის ცნობილი ბრძოლა მეფე კონსტანტინე II--ს და სამცხის ათაბაგ ყვარყვარეს შორის. დედოფლის მინდორზე აღმოჩენილია ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების სატაძრო კომპლექსი, რომელსაც ექვს ჰექტრამდე ადგილი უკავია. მდინარე ფცის ფრონეს და მტკვრის შესართავთან მიკვლეულია ციხე-სიმაგრეს ნაშთები, სადაც ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადრეფეოდალურ ხანამდე აღინიშნება ადამიანთა და ცხოველების კვალი.სოფელი აბისი („აბ“ სპარსულად წყალს ნიშნავს და შესაძლოა აქედან არის სახელწოდებაც) მდებარეობს მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, ერთისმხრივ მასზე გადიოდა ქართლ-იმერეთის ძველი გზა, რომელიც ჭერათხევის და ძირულას ხეობით ქუთაისში მიემართებოდა. მეორე გზა ყორნის-ცხინვალის გავლით რაჭაში გადადის. აბისის მამული დიდი ხანი იყო ამირეჯიბებისა და მახვილაძეების დავის საგანი. ავანტიურისტი გენერალი ტოტლებენი შორაპნის ციხის აღების უშედეგო მცდელობის შემდეგ ქართლში გადმოვიდა და აბისში გაჩერებულა, რათა უკან მომავალ თავის ბატალიონს შეერთებოდა. 1789 წლის 4 ნოემბრის ერთი საბუთით ირკვევა, ერეკლე მეფე  აბისში იმყოფებოდა.       მოხისს რაც შეეხება, თავისი გეოგრაფიული მდებაროების გამო, არაერთხელ გამხდარა საომარი ასპარეზი. 1512 წელს, აქ ერთმანეთს შეებრძოლნენ ბაგრატი და მისი ძმა ვახტანგი. 1520 წელს მოხისთან მოხდა ბრძოლა ქართლის მეფე დავით X  და მამა გურიელს შორის, სადაც გამარჯვება გურიელს დარჩა. 1785 წელს აპრილში ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა, მოხისის მახლობლად, სასტიკად დაამარცხა თურქებისა და ლეკების რაზმი. ამ ადგილს დღესაც „ნაომარს“ უწოდებენ. მოხისსა და ბერძენაულის საზღვარზე არსებობდა ნიში (სადაც ახლა პატარა საყდარია აშენებული), რომელიც გორიჯვარისა და სოფელ ფლევის ნიშებს (სამყვირვალო) უყურებდა. მას საინფორმაციო დანიშნულება ჰქონდა, ატყობინებდა მტრის შემოსვლას და აშ. გარდა ამისა სოფელ ბერძენაულს ევალებოდა 19 მოლაშქრის გამოყვანა. XIV საუკუნეში მოხისი და ბერძენაული სვეტიცხოვლის საკათალიკო ეკლესიას შეწირეს.     რაც შეეხება ისტორიულ ძეგლებსა და მითებს შემიძლია გითხრათ, რომ ფრონის ხეობაში უამრავ საინტერესო ამბავს მოისმენთ და ნახავთ. აქ არის წაღვლსა და სოფელ ტკოცას შორის გამავალი გვირაბი, რომელშიც ორი ცხენოსანი ერთდროულად გაივლიდა. ატოცში არის ორი ნასახლარი „დარბაიძეანთ ჭაობებში“ და „ურომის ხელში“. ყორნისისაკენ მიმავალ გზაზე კნოლევიდან გასვლისთანავე შეხვდებით თამარის გორას, გადმოცემის თანახმად თამარ მეფის ამალამ აქ თავის ცხენებს ფეხებიდან ტალახი მოაცალეს და გორა წარმოიქმნა. ატოცის (მთავარანგელოზის) ეკლესიაში, რომელიც მე-10 საუკუნეშია აგებული მუხის ხე დგას, ის ერეკლეს გალავნთან (თელავი) მდგარი ხის ასაკის არის.      რაც შეეხება იმ გამოჩენილ პიროვნებებს, რომლებიც ფრონის წიაღში იშვნენ მინდა თუ ყველა არა განსაკუთრებულები წარმოგიდგინოთ: ნიკო მუსხელიშვილი - იგი იყო ფუძემდებელი საქვეყნოდ აღიარებული მათემატიკის და მექანიკის ქართული სკოლისა, საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი (ბრეძა), შიო მღვიმელი (ქუჩუკაშვილი -ბრეთი), ნაზი კილასონია (აბისი), დურმიშხან ბერუაშვილი (ფცა), გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილი (ფცა), თბილისის თავადაზანარობის მარშალი, ჯანო ბაგრატიონი (აბანო), კონსტანტინე ამირეჯიბი (ავლევი), მიხეილ ამირეჯიბი (ავლევი), მალხაზ ბერუაშვილი (ფცა), კვალაშვილი ალექსნადრე (მოხისი), სოფრომ მგალობლიშვილი, სოსო იორამაშვილი (დირბი), ვალერი დაბრუნდაშვილი(ბერძენაული),ვაჟა მარგველაშვილი (ბერძენაული) ჭიდაობა ძიუდოში ევროპის ჩემპიონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ხალხის, რომლებმაც საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, მაგრამ ამ ჯერზე ამით შემოვიფარგლეთ. მოხარული ვიქნები თუ ჩემი სტატია საინტერესო და ინფორმაციული იყო და არა დამღლელი. ვეცადე ჩემი ლამაზი და საინტერესო კუთხე ჩემი თვალი დანახული გამეცნო და გადმომეცა თქვენთვის. ამ სტატიის წერისას მეც ბევრი რამ აღმოვაჩინე და ვისწავლე, ვიმედოვნებ თქვენც აღმოაჩენთ სიახლეებს. მადლობა ყველას ვინც დრო დახარჯეთ და წაიკითხეთ ჩემი ხეობის ისტორიის ფრაგმენტები. 
წაკითხვა
სეპარატიზმის საფრთხე სამეგრელოში?!
უკვე რამდენიმე წელია გარკვეული ძალები სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ვინმე იური ღვინჯილია, რომელიც განათლების ცენტრ "კოლხიდას" ხელმძღვანელად გვევლინება. იური ღვინჯილია ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით აჟღერებს თავის სათქმელს. იგი აცხადებს, რომ მეგრელები ქართველები არ არიან და მოითხოვს სამეგრელოს საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლას. მან იუთუბზე (YouTube) ვიდეომიმართვაც კი გაავრცელა, სადაც აცხადებს : „ქართულ საზოგადოებაში იგნორირებულია მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მეგრულ ენას არ გააჩნია რეგიონული სტატუსი. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ნეო-ნაცისტური სახელმწიფო, სადაც გაბატონებულია ერთი ეთნიკური ჯგუფი- ქართველი, რომელიც არ აძლევს სხვა ხალხებს, კერძოდ მეგრელებს თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების უფლებას. ჩვენ ქართულ სახელმწიფოში ვართ უუფლებო ხალხი. არ შეიძლება მთელი ცხოვრება ვილაპარაკო ერთსადაიმავე პრობლემაზე, რომ საქართველოში კვდება ლაზური, მეგრული, სვანური ენები. ეს არის ხალხთა კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. გამოსავალი არის მარტივი, ეს არის სამეგრელოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებობა. მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური გარანტიების შემთხვევაშია შესაძლებელი მეგრელთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. ქართული სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს მეგრულ ენას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას“- ნათქვამია მის ვიდეომიმართვაში.იური ღვინჯილია მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა. იგი ისე შორს წავიდა, რომ ამა წლის 30 აპრილს იუთუბზე „სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიც“ კი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „გვახსოვს რა, რომ ჩვენ, სამეგრელოს ხალხი ვართ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეები, და რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ისტორია, კულტურა, ლაზურ-მეგრული სვანური ენა, შევქნათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პირობები, აღვადგენთ სამეგრელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, გაუქმებულს 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად, სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიის საზღვრებში 1804 წლის მდგომარეობით (ქ.გალი, ქ.ოჩამჩირე მდინარე კელასურამდე ჩათვლით) ვსარგებლობთ რა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებით, ღმერთის და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ: სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას!“ 2014 წელს მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა: „ათობით ათასი უცხოელი გაიგებს სამეგრელოს არსებობას, იმასაც გაიგებენ, რომ არსებობენ ბოროტი ქორთუები, რომელთაც არ უნდათ სამეგრელოს, მეგრული ენის განვითარება. მეგრელები მიხვდნენ იმასაც, რომ ქორთუების გარეშეც შეიძლება განვითარება და მშვიდად ცხოვრება. სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე, მაგის დროც მოვა ალბათ, იმედით ცხოვრობს ადამიანი...“2014 წლის 18 მარტს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში იური ღვინჯილიამ განაცხადა: „როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები და ჩაგრული მეგრელები, იქმნება ეთნოკონფლიქტის საშიშროება. ეს კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, თუ ქართველებმა ისევ გააგრძელეს ჩვენი ჩაგვრა. ჩვენ გვინდა ერის განვითარება და თქვენ არა. თუ ქართული სახელმწიფო არ აღიარებს მეგრულ და სვანურ ენებს, ეს ნიშნავს, რომ სვანები და მეგრელები ვართ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მაშინ იძულებულები ვიქნებით, ჩავატაროთ რეფერენდუმი და მოვითხოვოთ სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. საქართველოში ხდება სამეგრელოს თვითმყოფადობის განადგურება და ეს რომ არ მოხდეს ერთადერთი გამოსავალია სამეგრელოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისათვის,სადაც ეს მოთხოვნა იქნება დაყენებული. საქართველო ჩემი სამშობლო არაა, ჩემი სამშობლო არის სამეგრელო.“აღსანიშნავია, რომ ღვინჯილიამ ერთ-ერთ ინტევიუში საქართველო „საოკუპაციო პოლიტიკაშიც“ კი დაადანაშაულა.ცხადია, იური ღვინჯილიას ამ ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების უკან რუსეთი დგას, რომელიც უკვე დიდი ხანია სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობს. სწორედ, რომ კრემლის ინტერესებში შედის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაცია და ახალი კონფლიქტური კერების შექმნა.  1801 წლიდან მოყოლებული, სამი რუსი მეფის – პავლე I –ის, ნიკოლოზ I –ისა და ალექსანდრე II –ის მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები. აქტიურად ტარდებოდა ქართველი ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა ენობრივი თვითმყოფადობის დაშლა–დაქუცმაცება წარმოადგენდა. ამგვარად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება დაიწყეს. რუსებმა აგრეთვე დაიწყეს განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა მეგრული ენისათვის და გამორჩეული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების, როგორებიცაა ბიბლია და XII საუკუნის ქართული პოემა „ვეფხისტყაოსანი“, მეგრულად თარგმნა სცადეს, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. ბოიკოტის ნიშნად მრავალი მეგრელი აღარ ესწრებოდა მეგრულ ენაზე შესრულებულ საეკლესიო მსახურებას და არც თავიანთ შვილებს უშვებდა საჯარო სკოლებში. ამ გეგმას პროტესტით შეხვდა სამეგრელოს არისტოკრატიაც. ამ ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს და თავიანთ გეგმაზე უარი განაცხადეს. დღესაც, რუსულ პრესასა და ინტერნეტსივრცეს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს სურვილი აჩვენონ თითქოს სამეგელოში სეპარატიზმი არსებობს. ეს კრემლის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ქართველთა შორის კონფლიქტის გაღვივება და შემდგომ საქართველო სრული დაშლა აქვს გადაწყვეტილი.  სტატიის ავტორი: თორნიკე კაკალაშვილი
წაკითხვა
აფხაზეთი- საქართველოს ტკივილი
ჩვენ დავბრუნდებით, მომავალ წელს სოხუმში!- ამ იმედისმომცემი სიტყვებით უკვე 23 წელი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ კვლავ აფხაზეთის გარეშე ვაგრძელებთ ცხოვრებას. აფხაზეთი საქართველოს ფილტვია, რომლის გარეშეც სუნთქვა და შესაბამისად არსებობაც შეუძლებელია. აფხაზეთი საქართველოს დიდი ტკივილია, სულის ტკივილი... ღია ჭრილობა, რომელიც არასდროს მოშუშდება. იმედი მომავლს რწმენისა არასდროს უნდა დავკარგოთ. ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ჩვენს მიწა-წყალს- სწორედ ამ ფიქრით უნდა იყოს გამსჭვალული თითოეული ჩვენგანის გონება. ცნობილი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე ამბობდა სოხუმის დავიწყება დამარცხებას ნიშნავსო და ეს მართლაც ასეა.  შეუძლებელია ბოროტებამ და უსამართლობამ გაიმარჯვოს. საქართველომ საუკუნეთა მანძილზე მრავალი განსაცდელი გამოიარა, ჩვენმა ხალხმა ღვთის რწმენით ყველა დაბრკოლება გადალახა და სწორედ ასე გადავრჩით. როგორც სოლომონ ბრძენი ამბობდა „ესეც გაივლის“ და დადგება დრო როდესაც ქართული 5 ჯვრიანი დროაშა აფრიალდება სოხუმის თავზე, დადგება დრო როცა ასი ათასობით დევნილი დაუბრუნდება თავის სახლ-კარს, დადგება დრო როცა საქართველო გაერთიანდება. მაგრამ ის ტკივილი რაც ომმა და სისხლისღვრამ ათია თასობით ადამიანს მიაყენა, შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს. ნათქვამი დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია?! ჩვენი, მომავალი თაობის, ვალია არ დავივიწყოთ იმ გმირების სახელები, რომლებამც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ვალია მათი გზა განვაგრძოთ და მარად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგეთ. ებრაელები ყოველ დილა-საღამოს ასე ლოცულობდნენ „„თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა” . სწორედ ამ უდრეკობამ, ერთგვარმა შემართებამ და რწმენამ გადაარჩინა ებრაელი ერი. და ჩვენც სწორედ მათ მსგავსად უნდა ვიწყებდეთ ყოველ დილას და ვამბობდეთ, რომ სოხუმი ჩემი იერუსალიმია! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ცოდვით დავიწვი ბიჭოოო!..
კიკვიძის ბაღში ორი ახალგაზრდა ერთმანეთს ესაუბრება. როგორც მათი დიალოგიდან გავიგე ერთი მათგანი სტიუარდია და კომპანია “ავიალაინერში” მუშაობს. მეორე, კი მისი მეზობელი, სტუდენტი ბიჭია... სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ მათ დიალოგს... - სტუდენტი: ისე რომ დაფრინავ უცხოელებს ვერ ყრი გოგოებს? - სტიუარდი: ღადაობ? როგორ ვერ ვყრი, მე პირადად დიდად არ ვჩალიჩობ, ჰა, ჰა, თვეში ერთი გოგო ავაგდო და აი ჩემი კოლეგები მაგრად ჩალიჩობენ, - სტუდენტუ: ისე, როგორ მოდიან საუბარში და ურთიერთობაში, ქართველი გოგოებივით დაიწყებენ ხოლმე? რომ მიხვიდე შეიძლება გაგინოს ვინმემ, - სტიუარდი: არა ტოო, ძაან ცივილიზებულად და საკაიფოდ, მიხვალ, დაელაპარაკები თუ გინდა ურთიერთობა, პირდაპირ ეტყვი თავიდანვე თუნდაც ის, რომ მოგეწონა, ისიც ეგრევე გეუბნება ან მყავსო უკვე პარტნიორი და სამწუხაროდ ვერაო, ან არ მინდაო, ან კიდე არააქვს პრობლემა ძალიან მარტივად... - სტუდენტი: აუ რა მაგარია, „ფეისბუქზე“ არ გყავს ვინმე ერთი რომ მანახო? - სტიუარდი: კი რა პროვლემაა, ეს არის ერთ სურატში ქერა აქ თმები სხვებში შავი თმები აქვს. - სტუდენტი: ვაა რა კარგი გოგოა, ისე სად მიგყავს ხოლმე როცა ესეთი სიტუაციაა? - სტიუარდი: რავიცი, ხან სად ხან სად, მაგალითად თვითონ სადაც ცხოვრობს იქ, ან მე ვიქირავებ, ან ეხლა მანქანა ჩამომივიდა ორი დღის უკან და უკვე მანქანაშიც შემიძლია... - სტუდენტი: აუ რა მაგარ პონტში ხარ.... - სტიუარდი: ხო კაია ძაან, მოიცა ტურნიკზე ავიწევი - სტუდენტი: ხო მიდი მიდი...სტუდენტი გავიდა გამოვიდა ორძელზე ერთი ორჯერ აიწია, როგორც ეტყობოდა რაღაცაზე ფიქრობდა და როდესაც ისევ სტიუარდს მიუახლოვდა საუბარი ისევ დაიწყო...- სტუდენტი: ისე ეს უცხოელები, რომ მაგარი ადვილად იკერებიან რაღაც მხრივ ცუდია, ბოზები არიან რა, ნეტა ქართველებიც არ გახდნენ მაგათნაირად და აქ რომ ასეა სიტუაცია კაია რაა... - სტიუარდი: რაა, ვერ გავიგე? - სტუდენტი: ანუ რომ არფუჭდებიან ქართველები რა, პატიოსნებას, რომ ინარჩუნებენ. აი მაგალითად ჩემი ძმაკაცი გერმანიაშია და იქ ვაფშე ქალიშვილობა ტეხავსო ასე ამბობს, სხვა ქვეყნებშიც ასეა რა და აქ პირიქითაა და კაია რა,..სტიუარდიმ მხრები აიჩეჩა ეტყობოდა, რომ სულ სხვა აზრზე იყო, მაგრამ შეწინააღმდეგებას მოერიდა - ხო კაია გეთანხმები...
წაკითხვა
ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს.
სოფელ კუმისის შემდეგ უცნობი მამაკაცი უკვე კოდის მცხოვრებლებს აშინებს. ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ღამის საათებში მათი სახლების სიახლოვეს ნიღბიანი პირი დადის. იყო სახლებში შესვლის მცდელობაც. მამაკაცმა ერთ-ერთი სახლის ფანჯარაც ჩაამსხვრია, რის გამოც ხალხი დაშინებულია. მოსახლეობა დახმარებას სამართალდამცველებს სთხოვს. სოფელში საპატრულო პოლიციის რიცხვი გაზრდილია. თუმცა, ადგილობრივ პოლიციაში უჭირთ მოქალაქეების განცხადების დაჯერება.
წაკითხვა
„რუსთავი 2“-ის წილის 40% მის თანამშრომლებს გადაეცემა
„რუსთავი 2“-ის აქციების 91%-ის მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების განცხადებით ისინი მზად არიან ტელევიზიის წილის 40% მის კოლექტივს გადასცენ, შესაბამისი განცხადება ყარამანიშვილებმა დღეს გაავრცელეს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული წილები დღეს დაყადაღებულია, ისინი მზად არიან შესაბამისი ხელშეკრულებები დღესვე დადონ. "ჩვენი წილები ტელეკომპანია რუსთავი 2-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე."მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე."რუსთავი 2-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად." - ნათქვამია განცხადებაში.ყარამანიშვილებმა „რუსთავი 2“-ის გუნდს მადლობა გადაუხადეს.
წაკითხვა
ელენე ხოშტარია: „სასიკვდილოდ ხო არ უნდა გავწიროთ ადამიანი? შეუყვანეთ დენი!“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი და სოც. დაუცველი ბინადრების პრობლემებზე წერს, მისივე თქმით ქუჩის N2-ში მცხოვრებ ოჯახებს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, გარე განათებიდან შეყვანილი დენი კი მერიამ ჩაუჭრა. ასევე იქ მცხოვრებ ერთ-ერთ მამაკაცს ფილტვების მწვავე უკმარისობა აქვს და მუდივად აპარატი ესაჭიროება:„Sos!ნაძალადევის რაიონში, ქსოვრელის N2-ში ცხოვრობენ დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. გარე განათების ბოძიდან შემოყვანილი ჰქონდათ დენი, რადგან იქ მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭს აქვს ფილტვების მწვავე უკმარისობა და მუდმივად სჭირდება აპარატი, რომ ისუნთქოს. შენობაში ასევე არიან მცირეწლოვანი ბავშვები. გუშინ თბილისის მერიამ ოჯახებს ჩაუჭრა დენის ედთადერთი წყარო.რაც არ უნდა არგუმენტი იყოს, სასიკვდილოდ ხო არ უნდა გავწიროთ ადამიანი? შეუყვანეთ დენი!!!! თბილისის მერია / Tbilisi City Hallს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი ეგებ დავეხმაროთ“ - წერს ხოშტარია.
წაკითხვა
"საზოგადოება 2030"-ის ხელმძღვანელი: ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული ღირებულებები
„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპისთვის, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. „მინდა გამოვთქვა წუხილი და შეშფოთება ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო. ამ ეტაპისთვის, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. დღეს თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ის, რასაც ვხედავდით ბათუმის ქუჩებში, სცდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებს და მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, რასაც შესაძლებელია მოყვეს დესტაბილიზაცია და უმძიმესი შედეგები ქართული სახელმწიფოსათვის.მივმართავ ახალგაზრდებს, გამოიჩინონ მეტი გონიერება და გააცნობიერონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. საკუთარი ქვეყნის, ქალაქისა და ხალხის წინაშე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ დაპირისპირებაზე. დროა, მეტი ძალისხმევა და ენერგია მივმართოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისკენ.მოვუწოდებ ხელისუფლებას, მკაცრად აღკვეთოს პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობა. ასევე, ვიმედოვნებ, რომ წარიმართება ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც პასუხს გასცემს დღეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. დღეს, ჩვენ  მტკიცედ უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული ღირებულებები", - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან დაიწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება ექნებათ. წყაროდ უწყება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ ცნობას ასახელებს, სადაც საქართველო უკვე უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაშია.საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუბრკოლებლად იმოგზაურონ ევროპის კავშირის ქვეყნებში, გაეცნონ მათ კულტურას, დაამყარონ კონტაქტები. ეს ყოველივე საგარეო უწყების განცხადებით, „ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას“ და ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ვადების და პირობების „ზედმიწევნით“ დაცვისკენ მოუწოდებს.ამერიკის ხმა
წაკითხვა
დისკუსია კოლუმბიის უნივერსიტეტში
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი მშვიდობისა, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური უნივერსიტეტის თავმჯდომარე გია ნოდია ნიუ-იორკში კოლუმბიის, ჰარიმანის ინსტიტუტში მოხსენებით გამოვიდა - “ ქართული პოლიტიკის პარადოქსალური სტაბილურობა”. შეხვედრას ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ქული წარუძღვა. ქართული პოლიტიკის რეალობა და წრე, რომელშიც ბოლო 25 წელია ქვეყანა ტრიალებს, ახალი რეალობა ტრამპი-პუტინი- საქართველო ამ საკითხებზე ქართველ და ამერიკელ პოლიტოლოგებს თეა თუაშვილი გაესაუბრა.ძლიერი ხელისუფალი- სუსტი ოპოზიცია, ხალხი რომელიც ხმათა დიდი უმრავლესობით ირჩევს მმართველ ძალას , ხოლო მმართველობიდან მოკლე ხანში საკუთარი არჩევანით უკმაყოფილოა და რევოლუციური ცვლილებებისთვისაც მზად არის. ასეთი პოლიტიკური ვითარება წრეზე უკვე 25 წელია ტრიალებს.გია ნოდია: ყოველი ახალი ხელისუფლება ყოველთვის ამბობს, რომ ახალი ერა იწყება და აქამდე თუ ავტორიტარიზმი იყო, ახლა დემოკრატია იქნება და ყველაფერი შეიცვლება. ამ დროს ბევრი არაფერი იცვლება. იმ თვალსაზრისით, რომ ერთის მხრივ პოლიტიკური სისტემის, პოლიტიკურიი რეჟიმის არსი რჩება ერთიდაიგივე . არის დემოკრატიის ნიშნებიც, მაგრამ ასევე არის ავტორიტარიზმის ნიშნებიც, რაც გამოხატება ერთი პარტიის, სინამდვილეში კი ერთი პიროვნების სრულ დომინირებაში. პოზიტიურობის მხრივ, სტაბილურობას განაპირობებს ჩვენი პროდასავლური ხედვა, პროდასავლური პოლიტიკა, რომელიც ასევე თითქოს მიუხედავად იმისა რომ ყველაფერში თითქოს არ ეთანხმებიან ერთმანეთს პოლიტიკოსები აი ამ ნაწილში ძირითადად აგრძელებენ ერთიდაიმავე ხაზს.გია ნოდიას აზრით, ქართული ოპოზიცია ამჟამად ისევ სუსტია, რაც ამ 25-წლიან ციკლში ტიპიური მდგომარეობაა.გია ნოდია: რეალურად წინააღმდეგობას ვერ უწევს ხელისუფლებას, მაგრამ მერე როდესაც კრიტიკული მომენტი დგება ოპოზიცია ძლიერდება. არ ვიცით გაძლიერდება თუ არა ისევ. ყოველ შემთხვევაში ახლა ამ ციკლს გადის. გიგი უგულავას გამოსვლამ შეიძლება ცოტა გააძლიეროს ოპოზიცია, მაგრამ ახლა ჯერჯერობით ისევ სუსტია.იქნება თუ არა ქვეყნის პროდასავლური კურსი, დემოკრატია და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა კვლავაც მხარდაჭერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ქული ამ თემაზე პირველ კომენტარს აკეთებს.ალექსანდრ ქული: მე ისევ ვფიქრობ რომ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ იქნება ფორმულირებული აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, აზიის მიმართ. იქნება ეს ტრადიციული მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებისადმი, დემოკრატიული პროცესებისადმი, თუ იქნება კონსოლიდირებული მიდგომა რუსეთის როლის მიმართ პოსტ საბჭოთა სივრცეში გავლენის სფეროს კუთხით. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით რა იქნება მომავალში. შეიძლება ითქვას რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.გია ნოდია: ტრამპი მთელი მსფლიოსთვის იდუმალებით მოსილი ფიგურაა იმ თვალსაზრისით რომ კი ბევრს ლაპარაკობს ათას რამეზე მაგრამ რას გააკეთებს ზუსტად უჭირთ ადამიანებს ამის თქმა. თუმცა ტენდენცია ძალიან განსხვავებულია ტრამპი ობამასგან ამერიკლების თვალში, მაგრამ ჩვენი თვალით რომ შევხედოთ, ობამას დიდად არ ედარდებოდა ჩვენი რეგიონი და არც ტრამპს ეტყობა ანაღვლებდეს და უფრო რუსეთთან ერთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს. ობამამაც ასე დაიწყო თუმცა საბოლოოდ რა გამოვა მერე ვნახავთ.ალექსანდრ ქული ამბობს, რომ სავარაუდოდ მსოფლიოს ლიდერებიდან ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი პირველად სწორედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება. მისი თქმით მათ შორის პიროვნული სიმპათიები არსებობს, თუმცა საინტერესო იქნება რამდენად მოხდება მათი ინტერესთა თანხვედრა სადავო საკითხებზე. პირველი მათ შორის ყირიმის ანექსიაა. ალექსანდრ ქული აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო პოზიტიური დამოკიდებულება ძალიან მალე ნეგატიური გახდეს.ამერიკის ხმა
წაკითხვა
მეტი სამსახური სტუდენტებს
   საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უცვლელი და დაუმარცხებელი პრობლემაა უმუშევრობა. ან დასაქმებულობის შემთხვევაში, დღის განმავლობაში 7-8 საათის საფასურად ,,ნამცეცებს" გვიგდებენ. მართალია, ნათქვამია: ,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატიო", თუმცა შეგირდობაც არის და შეგირდობაც... დამქირავებელი როცა გქირაობს ერთი საქმისთვის და იმ ერთ რამეში გიგდებს ხურდებს,ამ დროს კი 9 საქმის ერთად კეთებას და ბევრი რამის დათმობას ითხოვს, რომელიც ჩემსავით ,,ჩამოთრეულ" სტუდენტებს ბინის ქირაშიც არ ჰყოფნით,აქ უკვე არაჰუმანურობის პრობლემაც იჩენს თავს.  მეორე პრობლემა ის არის, რომ ზოგადად, დამქირავებლები 20 წლის სტუდენტებისგან 3-4 წლიან სამუშაოს გამოცდილებას ითხოვენ. ამის პასუხად კი მე მათვეტყოდი, რომ თუ საიდანმე არ დააწყებინებ ახალგაზრდას და შანსს არ მისცემ, ის გამოცდილება თავისით არმოვა. ამისათვის მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ჩემს დამსაქმებელ ბანკს (BR.ს). მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და დაბალი ანაზაურების... რომელზეც კიდევ საკომისიოები აკლდებოდა .. :დ ))   მესამე, რისი გასაჯაროვებაც ძალიან მსურს ეს არის უ-,,dress-code"- ო სამსახურები, რისი სიმცირეც მაწუხებს, ვერ ვეგუები ამ ზედმეტად ოფიციალურობას და ამისგამო რატომ უნდა ვიყოთ უმუშევრად როცა გვაქვს 2 ფეხი, ორი ხელი და საკმაო ენერგია ? ამყველაფერს + ჯანსაღი აზროვნება და კრეატიულობა... და თუ კი ასე არის ვინმე დასაქმებული, მათი 60-70% მაინც - ნეპოტიზმის წყალობით )) მართლაც კარგი რამაა ეს ნეპოტიზმი... ნეპოტიზმი - ყველგან და ყოველთვის! #ესსაქართველოა ^_^ მაგრამ ყველას არ ჰყავს გარშემო დიდი თანამდებობის პირები და ავტორიტეტები.. სამწუხაროდ ((მინდა მოვუწოდო საზოგადოებას რომ წამოვიწყოთ კამპანია : მეტი სამსახური სტუდენტებს! სტუდენტებს რომლებიც შეზღუდულები არიან ბევრ რამეში, განსაკუთრებით კი დროში.
წაკითხვა
სუფთა ჰაერი, როგორც ადამიანის უფლება - რუბრიკა
დედამიწაზე 300 მილიონი ბავშვი “ექსტრემალური” რაოდენობით მომწამლავ ნივთიერებებს შეისუნთქავს, რომელიც საერთაშორისო ნორმებს 6-ჯერ აღემატება. სულ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 92 პროცენტი სუნთქავს ჰაერს, რომელშიც დამაბინძურებელი ნივთიერებების დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ლიმიტებზე მაღლაა. მონაცემები ორი სხვადასხვა ანგარიშიდანაა, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გამოიცა. პირველის ავტორი “იუნისეფია” - გაეროს ბავშვთა ფონდი, მეორესი კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 23 ნოემბერს ამ თემაზე კიდევ ერთი საყურადღებო ანგარიში გამოიცა, რომელიც ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ეკუთვნის და რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად საშუალოდ თითქმის ნახევარი მილიონი, 467 000 ნაადრევი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება. სტატისტიკური მონაცემების დეტალები კიდევ უფრო საგანგაშოა: პარიზში მოქმედი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით, ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი გახდა. წელიწადში საშუალოდ 600 ათასზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით და ინფექციებით, თითქმის ყოველი მეათე ბავშვი დედამიწაზე. შენობის შიგნით და გარეთ არსებული დაბინძურებით 2013 წელს მსოფლიოში 2.9 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 2015 წელს ეს მონაცემი ერთიორად გაიზარდა და 7.3 მილიონი შეადგინა. აქედან ნახევარზე ცოტა მეტის, 4.2 მილიონის დაღუპვას გარეთ ჰაერის დაბინძურებას უკავშირებენ, დანარჩენს - შენობის შიგნით დაბინძურებულ ჰაერს. ასეთია მაგალითად, მყარი საწვავით საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი გამონაბოლქვი. ძალზე შემაშფოთებელი გარემოებაა საქართველოშიც. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წლის დასაწყისში გამოცემული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი, ყოველ 100 ათასში 300-მდე ადამიანი იღუპება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც გარემოს დაბინძურება იწვევს, იმუნიტეტის დაქვეითებაა. იმუნიტეტის დაქვეითება თავისთავად სხვა ტიპის დაავადებებთან ადამიანის ორგანიზმის ბრძოლის უნარს აზიანებს. ჰაერის დაბინძურებას ასევე უკავშირდება: კოგნიტური განვითარების შეფერხება; მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის იშემიური დაავადებები და ინსულტიც; ფილტვის კიბო; რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტის და პნევმონიის ჩათვლით; ქრონიკული რესპირატორული ინფექციები, მათ შორის ასთმაც; ორსულობისას მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, ან მცირე წონის ნაყოფი. და ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. რას შეიძლება ველოდოთ მომავალში? სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” (Nature) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სიკვდილიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. მონაცემი ემთხვევა “ეუთოს” - ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის - მიერ გაკეთებულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევები 2060 წლისთვის 6-დან 9 მილიონამდე გაიზრდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები. “იუნისეფის” მონაცემებით, დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრებ 5 წლამდე ასაკის ყოველ 100 000 ბავშვს შორის, ჰაერის დაბინძურებით 31.5 იღუპება, მაშინ როცა მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ეს მონაცემი 0.5-ს არ აღემატება. სიკვდილიანობის მთლიანი მონაცემიდან 90 პროცენტი სწორედ დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. “სუფთა ჰაერი ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს აკლია” - ამბობს ეკონომისტი ფეით ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი. “კარდინალურად უნდა შევცვალოთ ჩვენი მიდგომა ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, რომ საზოგადოებას ეკონომიკური ზრდისთვის სუფთა ჰაერის მსხვერპლად შეწირვა არ დასჭირდეს” - ამბობს ის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაეროს ანგარიშის მიხედვით, შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელია: ეკონომიკური ზრდის მაქსიმალური წახალისება; კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლა, მათ შორის - ემისიების გამოყოფის შემცირება, სუფთა და განახლებადი ენერგიის წყაროების აქტიური გამოყენება, საჯარო სატრანსპორტო საშუალებების განვითარება, ჯანსაღი კვების რეკლამირება (სულ ცოტა: წითელი და გადამუშავებული ხორცეულის მინიმუმზე დაყვანა და რაციონში მცენარეული საკვების მოცულობის გაზრდა), საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი გადამუშავება; პროგრესის მიღწევა საერთაშორისო შეთანხმებების შესრულებაში, როგორიცაა, 2030 წლამდე მდგრადი განვითარების გლობალური მიზნების განხორციელება. წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/rubric-galileo-clean-air/3623397.html
წაკითხვა
"საზოგადოება 2030"-ის ხელმძღვანელი კონსტიტუციის პრეამბულაში კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩაწერას ეწინააღმდეგება
„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავიშრებული ჩანაწერის ინიცირებას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებას სჭირდება კონსტიტუცია, რომელიც ასახავს ღირებულებებსა და არა, კონკრეტულ ამოცანებს. „ბოლო დროს, აქტუალური გახდა საკითხი საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების შესახებ. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, რომ ჩანაწერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის შესახებ არ უნდა ჩაიწეროს.კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია. ის წარმოადგენს ხერხემალს ქართული სახელმწიფოსათვის. ეს არ არის კოდექსი ან დოკუმენტი, რომელიც გათვლილი იქნება ქვეყნის მოკლე ვადიან მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ არ არის მიზანშეწონილი კონსტიტუციის პრეამბულაში კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელება. საზოგადოების სურვილია, მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს და არა, კონკრეტულ ამოცანებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ დემოკრატიული ტიპის სახელმწიფო. ასეთი შინაარსის ჩანაწერი კი უკვე არსებობს კონსტიტუციაში. სწორედ ჩვენი ღირებულებებითა და პრინციპებით უნდა განვსაზღვროთ შემდეგ, თუ რომელი ქვეყნების გვერდით ვხედავთ საქართველოს მომავალს და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაა ჩვენთვის მისაღები და მნიშვნელოვანი.ასევე, მინდა კიდევ ერთხელ, დავაფიქსირო ჩემი მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ, რაც ქართველი ხალხის არჩევანია.“- გაანცხადა გიორგი მამულაშვილმა.
წაკითხვა

უახლესი