საზოგადოებრივი
104.5 FM
ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, ხვალიდან ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდება. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4491 ლარი იქნება, რაც შეეხება ევროს, 1 ევრო 2.6453 ლარი ეღირება, აღნიშნული კურსები ძალაში ღამის 12 საათიდან შევა. 
წაკითხვა
ქართული ღვინო აშშ-ის კონგრესში
წაკითხვა
როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!
ბანკომატმა ფული ჩაყლაპა... ალბათ ძალიან ბევრისთვის ცნობილია ამგვარი სიტუაცია და პანიკა, რომელიც ამ დროს ადამიანს ეუფლება. ბევრმა არ იცის როგორ მოქცეს მსგავს შემთხვევაში, ამიტომ ქვემოთ გთავაზობთ რჩევებს, რომელსაც ბანკის წარმომადგენელი გვიზიარებს.1. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ!ბანკომატის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას მცირე სისტემური ხარვეზების დროს. უმეტეს შემთხვევაში, ამ დროს რამდენიმე საათი სჭირდება იმას, რომ ფული ანგარიშზე დაჯდეს. ეს რჩევა აქტუალური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბანკომატმა შეტანისას არასწორად დაითვალა ფული.2. დააფიქსირეთ ყველა დეტალიგაუმართავ მდგომარეობაში ბანკომატმა შეიძლება არა მხოლოდ ჩაყლაპოს ფული, არამედ ქვითრის გარეშეც დაგტოვოთ. იმისათვის, რომ ბანკის თანამშრომლებს დაუმტკიცოთ ბანკომატის მიერ ფულის "მოპარვის" ფაქტი, საჭიროა დააფიქსიროთ ისეთი დეტალები, როგორიცაა: ოპერაციის განხორციელების ზუსტი დრო, ბანკომატის მდებარეობის მისამართი, მისი ნომერი, შეტანილი და "მოპარული" თანხა და ბანკომატთან სათვალთავლო კამერის არსებობა/არარსებობა.3. დასახმარებლად მიმართეთ ბანკსთუ ბანკომატი, რომელმაც ფული "ჩაყლაპა", უშუალოდ ბანკის ტერიტორიაზე იმყოფება, დასახმარებლად მიმართეთ მის თანამშრომლებს. ხოლო თუ ბარათი, რომლითაც სარგებობთ და ბანკომატი სხვადასხვა ბანკებს ეკუთვნის, დასახმარებლად უნდა მიმართოთ იმ ბანკს, რომლის კუთვნილებაც არის ბანკომატი.თუ მსგავს სიტუაციაში მოხვდით ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საჭიროა სცადოთ თქვენი ბარათის გამცემ ბანკთან დაკავშირება. თუ ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა, ბანკში უნდა დატოვოთ წერილობითი პრეტენზია შემდეგი ინფორმაციით: თქვენი სახელი და გვარი, პირადი მონაცემები, ბანკომატის ნომერი და მისი ადგილმდებარეობა, მოთხოვნა ფულის დაბრუნების შესახებ.ბანკის განყოფილებაში უნდა მიიღონ და დაარეგისტრირონ თქვენი განცხადება, რის საფუძველზეც დაიწყება გამოძიება.4. მიმართეთ სასამართლოს!თუ ბანკის თანამშრომლები არ იღებენ თქვენს განცხადებას, განზრახ აჭიანურებენ გამოძიების პროცესს ან უარყოფენ ფულის დაკარგვის ფაქტს, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. უნდა დაწეროთ სარჩელი, რომელშიც აღწერილი იქნება პრობლება და თანდართული ექნება ბანკში წარდგენილი პრეტენზიის ასლი. იმისათვის, რომ დაზღვეული იყოთ ბანკომატის მუშაობაში ხარვეზებისგან, აუცილებელია ბანკომატთან სწორად მუშაობა: არ შეიტანოთ გახეული ან გაცრეცილი კუპიურები, თუ ფულის გამოტანა გსურთ, აიღეთ თანხა მაშინვე, როგორც კი ბანკომატი მოგაწვდით, არ შეიტანოთ ბანკომატში ერთ ჯერზე 40 კუპიურაზე მეტი.
წაკითხვა
რუსეთის ეკონომიკის მცირედით ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამუშაო ადგილებით
წლევანდელი მონაცემებით რუსეთის ეკონომიკის მცირე ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამუშაო ადგილებით. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ. მისი ვარაუდით, რუსეთში კვლავ შენარჩუნდება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. დასაქმების პერსპექტივების შესახებ გაეროს 2017 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის ფასის გლობალური კლება მძიმედ დააწვა რუსეთის ეკონომიკას, რასაც დაემატა ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28231295.html
წაკითხვა
სტივენ სესტანოვიჩი: რუსული სისტემა ძალმომრეობით არის გაჯერებული
რუსეთის საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკელმა სპეციალისტმა, ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის დსთ-ს ქვეყნების ყოფილმა კოორდინატორმა ელჩის რანგში და ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მკვლევარმა, ნიუ იორკის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტივენ სესტანოვიჩმა „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციისათვის სატელევიზიო ინტერვიუში, საბჭოთა კავშირის დაშლის 25 წლისთავის თაობაზე კომენტარი გააკეთა.სტივენ სესტანოვიჩმა აღნიშნა: „25 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ამას რა მოჰყვებოდა, არავინ იცოდა. არავინ იცოდა, რუსეთი როგორ პოლიტიკას გაატარებდა. არავინ იცოდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სახელმწიფოებად თუ შედგებოდნენ. დღეს, ზოგიერთ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს. ვხედავთ, რომ ესენი უმეტესწილად შემდგარი და საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოებია. ზოგიერთი, თავის დემოკრატიულ განვითარებაში აღმოჩნდა წარმატებული, სხვებმა დიქტატურაში მეტ წარმატებას მიაღწიეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ყოველი მათგანი საერთაშორისო არენაზე საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებას ცდილობს. 25 წლის წინ არ არსებობდა იმის რწმენა, რომ ყოფილი რესპუბლიკები სახელმწიფოებრიობას ნამდვილად მიიღებდნენ. ვფიქრობ, ბევრი რუსი დარწმუნებული არ იყო, რომ ეს სახელმწიფოები სიცოცხლეს შეინარჩუნებდნენ. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ბევრი რუსი, ამ რესპუბლიკების ფეხზე დადგომის და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გარდაქმნის შანსებს მინიმალურად მიიჩნევდა. ასე მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ბევრს გაუკვირდა ეს რომ მოხდა“.მისი თქმით, ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო რუსეთის ტრაექტორიაა და რომ 25 წლის გასვლის შემდეგაც არ შეიძლება იმის თქმა, თუ ის როგორ განვითარდება. "რუსეთის ბევრი პოლიტიკური ინსტიტუტი ძველებურად, საბჭოთა გამოცდილებით ხასიათდება: სახელმწიფო ბიუროკრატია, სამხედროების და უშიშროების სამსახურის როლი - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, საბჭოთა დროს ძალიან ჰგავს. ვფიქრობ, 25 წლის წინ რომ მათთვის ამის შესახებ ეთქვათ, რუსეთის ბევრი მოქალაქე იმედგაცრუებული იქნებოდა.",,იმედგაცრუებას იწვევს ფინანსური რესურსების ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში მოქცევა, ამ მდიდარი ადამიანების მიერ ეროვნული პოლიტიკის კონტროლის საშუალება."სტივენ სესტანოვიჩისესტანოვიჩის განცხადებით "რა თქმა უნდა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცია არა მხოლოდ იმედგაცრუება, არამედ ფაქტორია, რომელიც ქრონიკულ უიმედობას იწვევს. ბატონი პუტინი ამას თვითონვე აღიარებს. გასულ გაზაფხულზე, თავის „პირდაპირ ხაზზე“, ის ხელისუფლების ძალმომრეობაზე და უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობდა. რუსული სისტემა ძალმომრეობით არის გაჯერებული. ბევრი მათგანისთვის, ვისაც 25 წლის წინ კანონის უზენაესობის იმედი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარ ნაკლად წარმოჩნდება“.სტივენ სესტანოვიჩი არ ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, საიდუმლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენის ოცნებებს ეფერება.„უკიდურესად გავოცდებოდი, თუ ბატონი პუტინი იფიქრებდა, რომ დღეს საბჭოთა კავშირის აღდგენა შესაძლებელია. ის ამბობს, რომ ასე არ ფიქრობს და მისი მჯერა. ის თვლის, რომ რუსეთის ინტერესებშია ჰქონდეს ის, რასაც ჩვენ „გავლენის სფეროს“ ვუწოდებთ, ერთგვარი ეკონომიკურად ინტეგრირებული სივრცე, რომელშიც რუსეთს წამყვანი როლი ექნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ბევრ სახელმწიფოს ნამდვილი დამოუკიდებლობა და საკუთარი არჩევანის გაკეთება სურს. მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება სურთ.მაგრამ ისინი ხედავენ, რომ სხვა მეზობლებთან ურთიერთობა ეკონომიკურად უფრო მომგებიანია. ასე მაგალითად, შუა აზიის ქვეყნები აზიისკენ და ახლო აღმოსავლეთისკენ იყურებიან. ევროპულ ნაწილში განლაგებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ევროკავშირისკენ იყურებიან.მათთვის ეს არჩევანი არ მხოლოდ მომგებიანია, არამედ ეროვნული სიამაყის საგანიცაა. გავლენის სფეროებზე ბატონ პუტინის ოცნება, რუსეთის მცირე ზომის მეზობლების ეროვნულ მისწრაფებებს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ ეს კონფლიქტების ულევი წყარო იქნება. ასეთი პოლიტიკა პრობლემებს კი არ აგვარებს, არამედ პრობლემებს ქმნის. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, რუსეთის ლიდერები დაიწყებენ იმის გაგებას, რომ ასეთი პოლიტიკა არც თუ ისე შედეგიანია. ის არც რუსეთისთვის და არც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის მომგებიანი არ არის. სავარაუდოდ, თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკა და იმის გაგება, რომ ქვეყნებს არჩევანის უფლება აქვთ, ყველა მხარისთვის უფრო მომგებიანი იქნება",-დასძინა სესტანოვიჩმა.,,გავლენის სფეროებზე ბატონ პუტინის ოცნება, რუსეთის მცირე ზომის მეზობლების ეროვნულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება"სტივენ სესტანოვიჩიწყარო: http://www.amerikiskhma.com/a/sestanovich-interview/3652813.html
წაკითხვა
მდინარე ამურზე დაიწყო ჩინეთსა და რუსეთს შორის ხიდის მშენებლობა
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 24 დეკემბერს დაიწყო ჩინეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი პირველი ხიდის, გზატკეცილის მშენებლობა მდინარე ამურზე. ეს იდეა პირველად 28 წლის წინ წამოაყენეს, პროექტზე შეთანხმებას წელიწადზე მეტია მიაღწიეს. გეგმის თანახმად, ხიდი 20 კილომეტრის სიგრძის იქნება, მის ერთ მესამედს ჩინეთი ააგებს, ორ მესამედს რუსეთი. ხიდის ორი მონაკვეთის ერთმანეთთან დაკავშირებაც რუს ინჟინრებს დაევალათ. პროექტის დასრულების დროდ ვარაუდობენ 2019 წლის ოქტომბერს. რუსეთი, რომელსაც 2014 წელს ყირიმის ანექსირებისთვის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დასავლეთის სანქციები დაეკისრა, მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ჩინეთთან საექსპორტო გზების განვითარებაში. ჩინეთს კი რუსეთიდან ნედლეული და ენერგია ესაჭიროება, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად. თუმცა ორ ქვეყანას შორის არაერთი სხვა ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა და ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლაც გამოთქვამს ეჭვს, მოხერხდება თუ არა ხიდის დროულად დასრულება, ორ ქვეყანას შორის არსებული უნდობლობის ფონზე.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28196105.html
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა

უახლესი