GPB
104.5 FM
Add Your Comment below
Free Tribune
წამყვანები - თამარ ფიროსმანიშვილი და ნიკა კაცია
ქრონომეტრაჟი - 55 წუთი.

"თავისუფალი ტრიბუნა" ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 19:00-დან 20:00 საათამდე. პირდაპირი ეთერით მხოლოდ ის 10 პოლიტიკური სუბიექტი სარგებლობს, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და  საქართველოს პარლამენტთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, განახლებულ მემორანდუმს მოაწერეს ხელი და ცესკო-ს მიერ 2016 წლის ოქტომბრის არჩვნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ინარჩუნებს კვალიფიციურობის სტატუსს.

გადაცემის მიზანია უკეთ წარმოაჩინოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების ინიციატივები, ხედვა და დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მოვლენების მიმართ.

წამყვანი დისკუსიას მართავს, როგორც პარტიის წარმომადგენელებთან, ასევე მოწვეულ სტუმრებთან.

"თავისუფალი ტრიბუნა" მაყურებელს საშუალებას აძლევს პირდაპირ ეთერში ჩაერთოს და მისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, დასვას კითხვები, როგორც ტელეფონით, ასევე, სოციალური ქსელის საშუალებით Facebook.com/TavisupaliTribuna

832

News Feed