GPB
104.5 FM
ბაია შარაშიძე
produser
g 0 Posts
g 0 Views

Info

ჟურნალისტი, რადიოს წამყვანი,  ტელე პროდიუსერი.

სწავლობდა  თბილისის 24-ე  საშუალო სკოლაში, დაამთავრა ს.ს.ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბიბლიოგრაფიის სპეციალობით (წითელ დიპლომზე), არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)-ს  მაგისტრი  ჟურნალისტიკისა  და  პიარ-მენეჯმენტის  განხრით. 

1993 წლიდან მუშაობდა  საქართველოს რადიოს პირველ არხზე კორესპონდენტად. 1996 წლიდან -2010 წლამდე   იყო  საზოგადოებრივი რადიოს "პირველი არხის"  საინფორმაციო-მუსიკალური პროგრამა "პიკის საათის"  წამყვანი,  ჟურნალისტი, აუდიორუბრიკების  ავტორი და რედაქტორი. 1997-2002 წ.წ.-ში  მონაწილეობდა  რადიოსადგურების "თავისუფლებისა" და "გერმანული  ტალღის",  ასევე, საზოგადოებრივი რადიოს "ბი-ბი-სი"-ს მიერ  საქართველოს რადიოში განხორციელებულ პროექტებში.  

2006 წელს  მოიპოვა  "საქპატენტის" საავტორო  უფლება  მედია-პროექტზე "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა" და  უძღვებოდა  რადიორუბრიკას "ქვაში ნაკვეთი ისტორია".   2006-2008 წ.წ.- ში  აქტიურად თანამშრომლობდა  "ნეო-სტუდიასთან"  და  იყო  ჟურნალ "მუდმივი კავშირის სამყაროს" რედაქტორის  თანაშემწე, არის არაერთი სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.  

2010 წელს  ჩართული იყო თბილისის მერიის კულტურისა და საქალაქო სამსახურის  კულტურულ  ღონისძიებებში. 2010 წლიდან მუშაობს "მეორე არხზე",  2010-2012 წ.წ. იყო  პოლიტიკური  პარტიების  საეთერო  კოორდინატორი. 

2012 წელს გაიარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მიერ  მედიის წარმომადგენელთათვის ორგანიზებული  კვალიფიკაციის ასამაღლებელი "ბრიჯის" პროგრამა. 

2012  წლიდან  დღემდე  არის პოლიტიკური   გადაცემა "თავისუფალი ტრიბუნის" პროდიუსერი, ასევე,  2015 წლის სექტემბრიდან კიდევ ერთი პოლიტიკური  თოქ-შოუს  "პოლიტალტენატივის" პროდიუსერი.