GPB
104.5 FM
ხათუნა ვაშაძე
director
g 0 Posts
g 0 Views

Info

დავიბადე 1963 წლის 31 მარტს. დავამთავრე თბილისის 162-ე საშუალო სკოლა. 1980-1984 წ.წ.-ში ვსწავლობდი მ. თოიძის სამხატვრო სასწავლებელში - მხატვარ-დეკორატორად. 1985-1989 წ.წ.-ში ვმუშაობდი კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, დეკორატორად. 1992-2004 წ.წ.-ში ვმუშაობდი „მეორე არხზე“ რეჟისორის ასისტენტად, მემონტაჟედ, რედაქტორად, საავტორო  და სხვადასხვა გადაცემების რეჟისორად. 2005-2009 წლებში ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ში, რეჟისორად. 2009-2010 წლებში ვმუშაობდი საპატრიარქოს ტელევიზიაში, დილის პირდაპირი ეთერის რეჟისორად. 2010 წლიდან დღემდე ვმუშაობ საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“, რეჟისორად. ამჟამად ვარ თოქ-შოუ „არგუმენტების დროს“ რეჟისორი.