GPB
104.5 FM
მიხეილ ჭაბუკაშვილი
administrator
g 19 Posts
g 0 Views

Info

დაიბადა 1988 წლის 5 დეკემბერს, ახმეტაში. 2006 წელს დაამთავრა სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლა. 2006-2010 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მიენიჭა სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 2012 წელს დაამთავრა იმავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივ გეოგრაფიაში; მიენიჭა საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის ხარისხი.  2007-2010 წლებში მუშაობდა მედიაპოექტ „ეტალონში“ პროდიუსერად. 2010 წლიდან დღემდე არის ონლაინ-ენციკლოპედია „ვიკიპედიის“ ქართულენოვანი განყოფილების ადმინისტრატორი და ბიუროკრატი; 2013 წლიდან არის ცნობილი პიროვნებების ციტატების თავისუფალი ონლაინ-კრებულის - „ვიკიციტატის“ ქართულენოვანი განყოფილების ადმინისტრატორი. 2013 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხზე“, არის თოქ-შოუ „არგუმენტების დროს“ ტექნიკური პროდიუსერი; ასევე, 2015 წლიდან მაუწყებლის ონლაინ-მედიის რედაქტორი.