GPB
104.5 FM
ზვიად ავალიანი
host
g 0 Posts
g 0 Views

Info

ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლოა პირველი არხის ეთერში გავუძღვე წინასაარჩევნო დებატებს საქართველოს რეგიონებიდან.

საინტერესოა, პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ჩემი სფეროა. ამ პროექტის ფარგლებში, ფაქტობრივად, საშუალება მომეცა პირველი არხის ეთერში ვიმუშავო სწორედ იმ მიმართულებაზე, რომელზეც ვმუშაობდი ბოლო 4 წლის განმავლობაში „არგუმენტების დროსა“ და მეორე არხის სხვა პროექტებში.

გარდა ამისა, რეგიონებში გასვლა უკვე თავისთავად დამაინტრიგებელია. გადაცემის დევიზია „ჩვენ მოვდივართ თქვენთან“, თუმცა პირადად ჩემს შემთხვევაში, ალბათ, შეიძლება ასეც ითქვას -  „მე მოვდივარ თქვენგან“ ან „მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, რომელსაც საკუთარ თავზე გამოუცდია და აწუხებს თითქმის ყველა ის პრობლემა, რომელიც გაწუხებთ თქვენ“.

ეს ნამდვილად ასეა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე, შემდგომი ჩემი ცხოვრება სკოლის ჩათვლით გაგრძელდა რეგიონში და სწორედ ეს მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ რეგიონების ყველა პრობლემა ჩემი პირადი პრობლემაც  არის.

ვფიქრობ, ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო დებატები საუკეთესოდ გავაშუქოთ. ყველაფერთან ერთად, ამის საფუძველს მაძლევს გადაცემის მთელი ჯგუფის პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი. ჩემთვის პატივია ვიყო საქართველოს პირველი ტელევიზიის გუნდის წევრი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყოველთვის პირველი იქნება.

იმედი მაქვს, ჩვენი პროექტის საშუალებით საზოგადოება ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს, რაც მას არჩევნის გაკეთებაში დაეხმარება, ხოლო პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ დაინახავენ საზოგადოების დაკვეთას და გაითვალისწინებენ მას თავიანთ მოქმედებაში.