GPB
104.5 FM
თამარ ფიროსმანიშვილი
host
g 1 Posts
g 0 Views

Info

დაიბადა 1983 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა 161-ე საჯარო სკოლა. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის განხრით. 

2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მიენიჭა სოციალური მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. 

2008-2009  წლებში - კავკასიიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის ჟურნალისტი. 

2009-2011 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" დილის გადაცემის ჟურნალისტის პოზიციაზე. 

2011-2015წ.წ.-ში  საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" დილის გადაცემის წამყვანის პოზიციას იკავებდა. 

2015 წლიდან  დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" პოლიტიკური თოქ-შოუს "პოლიტიკური ალტერნატივის" წამყვანი.